უძრავი ქონება - ბინების ყიდვა-გაყიდვა, ქირა-გირაო

Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
ბინა მშენებარე კორპუსში თუ სახლი - რომლის შეძენა უფრო იაფი დაგიჯდებათ თბილისში?
თბილისში უძრავი ქონების ბაზარი ყოველწლიურად იზრდება, ამას ახალაშენებული კორპუსების სიმრავლეც ადასტურებს. ფასი კი იმის მიხედვით იცვლება, თუ დედაქალაქის რომელ უბანში მდებარეობს უძრავი ქონება.
მშენებარე კორპუსების სიმრავლის მიუხედავად, თბილისში ბოლო დროს არანაკლებ პოპულარულობით სარგებლობს კერძო სახლის მშენებლობა. სასურველი სახლის ასაშენებლად კი შესაბამისი ფინანსები გჭირდება, არსებობს მოსაზრება, რომ კერძო სახლის მშენებლობა უფრო ძვირია, ვიდრე კორპუსში ბინის შეძენა.

„ბიზნესპრენსიუსი“ დაინტერესდა, რა უფრო იაფი დაგიჯდებათ თბილისში - სახლის აშენება თუ ბინის ყიდვა.

განცხადებების საიტის SS.ge-ს დახმარებით, მცირე ექსპერიმენტი ჩავატარეთ. მოცემულობად ავიღეთ: 100 კვ.მეტრის თეთრი
კარკასის ბინა და ამავე ფართის სახლი, რომელიც დაახლოებით 300 კვ. მეტრი მიწის ფართობზე უნდა აშენდეს (ამ შემთხვევაში დავითვალეთ მიწის ნაკვეთის ფასიც).

SS.ge-ს მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საბურთალოზე, მაგალითად ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალაშენებულ ბინაში, თეთრი კარკასის ფასი დაახლოებით 900-1000 დოლარამდე მერყეობს, რაც 100 კვ.მეტრის შემთხვევაში, საშუალოდ 90 ათას დოლარზე მეტი გამოდის.

რაც შეეხება სანზონას, აქ ფასები ოდნავ განსხვავებულია. თეთრი კარკასის კვ.მ. დახლოებით 450 დოლარამდე ღირს, ამ შემთხვევაში, ზემოთ მოცემული კვადრატულობის ბინის ფასი 45 ათას დოლარზე მეტი გამოდის. დიდ დიღომში თეთრი კარკასის ფასი დაახლოებით 500 დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 კვადრატული ბინის ფასი საშუალოდ 50 ათასი დოლარი გამოდის.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სხვადასხვა უბანში 100 კვ.მ თეთრი კარკასის ფასი გამოდის:

საბურთალო - 90 ათასი დოლარზე მეტი
დიდი დიღომი - 50 ათას დოლარზე მეტი
სანზონა - 45 ათას დოლარზე მეტი

რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, როგორც SS.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით ვარკვევთ, დიდ დიღომში მიწის ფართი საშუალოდ 50-60 დოლარი ღირს. რაც შეეხება სანზონას, მიწის ფასი 150-180 დოლარში მერყეობს. ვარკეთილში კი მიწის ფასი საშუალოდ 55 დოლარი ღირს.
კერძო სახლის აშენების მსურველებს საქართველოში რამდენიმე კომპანია სთაზობს, ფასები და პირობები კი განსხვავებულია.

„ბიზნესპრესნიუსის“ მოძიებული ინფორმაციით, კერძო სახლის აშენება (კვ. მეტრი თეთრი კარკასის მდგომარეობაში) სხვადასხვა კომპანიის ფასების მიხედვით, 500 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს. ამ ფასში შედის სახლის დაპროექტება და მშენებლობა.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 100 კვ.მ-ის თეთრი კარკასის სახლის აშენება საშუალოდ 60 ათასი ლარი დაგიჯდებათ (დაახლოებით 25 ათასი დოლარი)
თუ 100 კვ.მეტრის სახლის ასაშენებლად, მოცემულობისთვის ავიღებთ 300 კვ.მ მიწის ფართობს, უბნების მიხედვით შემდეგ მონაცემებს მივიღებთ:

დიდ დიღომში ამ ფართობის მიწა 18 ათასი დოლარი დაგიჯდებათ, ამას დამატებული სახლის ფასი, რაც ჯამში 43 ათასი დოლარი დაგიჯდებათ.

რაც შეეხება სანზონას - მიწა 45 ათასი დაგიჯდებათ, სახლი 24 ათასი, შესაბამისად, ჯამურად მივიღებთ 69 ათას დოლარს

ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ უხეში დაანგარიშებით კერძო სახლის აშენება თავისი მიწის შესყიდვით, ზოგიერთ უბანში უფრო ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე იმავე ფართის ბინის შეძენა.

პ.ს მოცემული ფასები შედგენილია SS.ge-ზე მოცემული ფასებით, ამიტომ ფასები მიახლოებითია, შესაძლოა, მეტი ან ნაკლები დაგიჯდეთ.


ლიკა ამირაშვილი

წყარო - https://bpn.ge

• დაგეხმარებით უძრავი ქონების მოძიება-შეძენაში/ რეალიზაციაში
• დაუკვეთე პორტალის ბროკერს - T: 514-04-29-29
• E: binebi1.ge@gmail.com