Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
რა ღირს ბინის დაგირავება თბილისში
ბინის დაგირავების სეგმენტში უძრავი ქონების სააგენტოები აქტიურად მუშაობენ.
სასურველი ბინის მოძებნა, როგორც აგენტების, ისე ონლაინ და ბეჭდური განცხადებებით არის შესაძლებელი.

ფასები როგორც ადგილმდებარეობის, ასევე პირობებიდან გამომდინარე იცვლება. შედარებისთვის წარმოგიდგენთ ახლად აშენებული 1-2 ოთახიან ბინების ფასებს თბილისის სხვადასხვა უბანში.

ფასები მოცემულია სხვადახვა უძრავი ქონების სააგენტოების მიხედვით:

გლდანი-ნაძალადევში ბინის ფასი 15 ათასი ლარიდან იწყება და 60 ათას ლარამდეც ადის.
დიდუბეში ბინის ფასი 42 ათასი ლარიდან იწყება და 95 ათას ლარამდე მერყეობს.
ვაკე-საბურთალოზე ბინის დაგირავებას 35 ათასი ლარიდან - 100 ათას ლარის ფარგლებში
შეძლებთ.
ძველი თბილისის ტერიტორიაზე ბინის ფასი 50 ათასი ლარიდან იწყება და 120 ათას ლარამდე ადის.
ხოლო ისანი-სამგორში დასაგირავებელი ბინის ფასი ყველაზე დაბალია და 25 ათასი ლარიდან - 50 ლარამდე მერყეობს.

როგორც უძრავი ქონების განცხადებების საიტის SS.ge-ს რედაქტორმა ლელა არაბულმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, დაგირავების ფასები ბოლო რამდენიმე წელია არ შეცვლილა.

„ერთი და იგივე ფართობის ბინები რომ შევადაროთ, დაახლოებით 2-3 წელია დაგირავების ფასები არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, გარეუბნებთან შედარებით, ცენტრალურ უბნებში ბინის დაგირავება ბევრად მეტია. თუმცა საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლოა ბაზარზე არსებული ფასებისგან განსხვავებით ბევრად ნაკლებადაც მოახერხოთ ბინის დაგირავება.

საბურთალოსა და ვაკეში ბინის დაგირვების ფასი 25 ათასი დოლარიდან 35 დოლარამდე მერყეობს, გააჩნია ოთახების რაოდენობასა და პირობებს. თუმცა ვაკეში 3-4 ოთახიანი ბინები 65 ათას დოლარადაც კი გირავდება.

რაც შეეხება პერიფერიას, იქ ბინების ფასი 15 ათასიდან 20-ს დოლარამდე მერყეობს. თუმცა შესაძლოა 6 ათას დოლარადაც კი ნახოთ.

როდესაც ლარის გაუფასურება დაიწყო, იმ პერიოდში ბინის დაგირავების და ყიდვის ფასი თითქმის ერთმანეთს უტოლდებოდა. დღეს ფასები შედარებით დარეგულირებულია. ამჟამად საიტზე მთელი თბილისი მასშტაბით დაგირავების დაახლოებით 500 განცხადებაა შემოსული.“ - აღნიშნა არაბულმა.

ლიკა ამირაშვილი

წყარო - https://bpn.ge

• დაგეხმარებით უძრავი ქონების მოძიება-შეძენაში/ რეალიზაციაში
• დაუკვეთე პორტალის ბროკერს - T: 514-04-29-29
• E: binebi1.ge@gmail.com