Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
რა ღირს თბილისში მიწის ნაკვეთები
თბილისში კერძო სახლების მშენებლობა სულ უფრო პოპულარული ხდება. უკანასკნელ წლებში სწრაფად გაშენდა დედაქალაქის დაუსახლებელი ტერიტორიები. შესაბამისად, მიწის ნაკვეთების ფასები სულ უფრო იზრდება.

ნაკვეთებს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში სხვადასხვა ფასად ნახავთ. კვადრატული მეტრის ფასი მისი მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება. ღირებულებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რამდენად ახლოა იგი ცენტრალურ გზასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რამდენად განვითარებულია ირგვლივ ინფრასტრუქტურა და რამდენად უზრუნველყოფილია კომუნიკაციები - ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი და ა.შ.

„ახლა, სადაც ჩემი სახლი დგას, დაახლოებით 10 წლის წინ ფაქტიურად არაფერი იდგა. ის ადგილი მიტოვებული და გაუკაცრიელებული
იყო. მაწანწალა ძაღლებს ჰქონდათ დაკავებული და იმ ადგილას გავლას ყველა ერიდებოდა. დღეს რომ მოხვიდეთ იმ ადგილას, ვერ იცნობთ. ჩვეულებრივი უბანია გაშენებული ლამაზი, პატარა კერძო სახლებით. ნაკვეთების ფასებიც, ამ ათ წელიწადში გაათმაგდა. მე რამდენადაც ვიყიდე, ახლა იმ ფასად ვერაფერს იყიდი,“ - ამბობს ლევანი, რომელმაც გლდანსა და სოფელ გლდანს შორის არსებულ ტერიტორიაზე ნაკვეთი წლების წინ იყიდა და სახლიც ფაქტიურად თავისი ხელით ააშენა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიწის ნაკვეთების ფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ერთსა და იმავე უბანში სხვადასხვა ნაკვეთის კვადრატული მეტრის ფასი შესაძლოა საგრძნობლად განსხვავებული იყოს.

თბილისის გარეუბნებში ნაკვეთების ფასები მრავალფეროვანია. აქ შეიძლება კვადრატული მეტრი 2 ლარადაც იშოვნოთ და 400 დოლარადაც. მაგალითად აეროპორტის დასახლებაში, ამ მომენტში იყიდება ნაკვეთი, რომლის კვადრატული მეტრიც 2 ლარადაა შეფასებული. თუმცა, აეროპორტის გზატკეცილზე კვადრატულის ფასი 122 ლარია.

30 ლარიდან იწყება ფასები ლილოში. მუხიანში კვადტარული მეტრის ფასი კი დაახლოებით 50 დოლარიდან ზემოთაა. სოფელ დიღომში საშუალო ფასი 20-50 დოლარს შორის მერყეობს. მრავალფეროვანია ფასები თბილისის ზღვის მიმდებარედაც, სადაც ბოლო წლებში მშენებლობა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს - 10-15 დოლარიდან ზევით. სამგორი - 50 დოლარი ; თემქა - 205 ლარი; ფონიჭალა - 150 დოლარი; ვაზისუბანი - 100 დოლარი;

გლდანიც იმ გარეუბნებს შორითაა, რომელიც ფასების ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა. აქ კვადრატული მეტრი 25 დოლარადაც შეიძლება იშოვნოთ და 150 დოლარადაც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ახლოა ნაკვეთი ახმეტელის მეტროსთან. იგივე უნდა ითქვას ვარკეთილზეც, სადაც კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ფასი ზოგ შემთხვევაში ცენტრალური უბნების ფასს უახლოვდება - 400-500 დოლარს.

დიდი დიღომი - 100 ლარიდან ზემოთ, სანზონა - საშუალოდ 800- 900 ლარი; ბაგები 100 დოლარიდან ზემოთ; ნუცუბიძის ფერდობი - 100 დოლარიდან; დიღომი - 85 დოლარიდან;
ცენტრალურ უბნებში ფასები ბევრად მაღალია. მაგალითად, მთაწმინდაზე კვადრატული მეტრი 600-700 დოლარი ღირს, სოლოლაკში - 1000 დოლარიდან; საბურთალო - 500 დოლარიდან ზემოთ. ორთაჭალა - 2 000 ლარი; ვერა - 2 ათასი ლარი.

წყარო - https://bpn.ge

• დაგეხმარებით უძრავი ქონების მოძიება-შეძენაში/ რეალიზაციაში
• დაუკვეთე პორტალის ბროკერს - T: 514-04-29-29
• E: binebi1.ge@gmail.com