Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
„2019 წლის პირველ კვარტალში ბინებზე ფასები $100-$120-ით გაძვირდება“
2019 წლის პირველ კვარტალში ბინებზე (კვ.მ) ფასები $100-$120-ით გაძვირდება, - ამის შესახებ bm.ge-ის მენაშენეთა ასოციაციის აღამასრულებელმა დირექტორმა თორნიკე აბულაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიზეზი 41-ე დადგენილებაა, რომელიც გასულ წელს შევიდა ძალაში თუმცა, პროექტების დიდ ნაწილს მაშინ მიმდინარეს სტატუსი ჰქონდა და ეს ცვლილებები არ შეხებია.

აბულაძის განმარტებით, ძირითადად ხარჯებს კომპანიებისთვის სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დანერგვა აძვირებს.

“ფასი კვადრატულზე $100-$120 გაიზრდება, რაც დაახლოებით, ლარებში 200-300 ლარია. ამ დადგენილებას ემატება მერიის მიერ გამკაცრებული სამშენებლო ნევართვები. ჯამში კი, გამოდის, რომ ბაზარზე მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე - მიწოდება”, -აცხადებს აბულაძე.

ამასთან, მისივე თქმით, მოთხოვნები მშენებლობების თვითღირებულებას გააძვირებს, თუმცა შენობების სანდოობის ხარისხს გაზრდის და გრძელვადიან პერსპექტივაში უძრავი ქონების ბაზარზე პოზიტიურად იმოქმედებს.

შეგახსენებთ: დოკუმენტი დეველოპერებს საგანგებო სიტუაციებისთვის კვამლშეუღწევადი კიბის, სახანძრო-სამაშველო ლიფტების მოწყობას, სართულებზე ბუფერული ზონების შექმნას და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების შექმნას ავალდებულებს.

ამასთან, რეგლამენტი მაღლივ შენობებს უფრო რთულ მოთხოვნებს უწესებს. კერძოდ, მაღლივად ითვლება შენება თუ მიწის ზედაპირიდან ზემოთა სართულის იატაკი 23 მეტრზე მაღალია. ასეთ შემთხვევაში უკვე მოთხოვნილია კვამლშეუღწევადი კიბე. თუ შენობის ბოლო სართულის იატაკი 37 მეტრზე მაღლაა, 2 სახანძრო-სამაშველო ლიფტი სჭირდება, რომელსაც მხოლოდ სამაშველო დანაყოფი მიუდგება და ხალხის ევაკუაციას იქედან მოახდენს. 130 მეტრზე მაღალი შენობებისთვის კიდევ სხვა მოთხოვნები დაწესდა. ასეთ ნაგებობებს დამატებით კიდევ ერთი დამოუკიდებელი გასასვლელის შექმნა მოეთხოვებათ.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

• დაგეხმარებით უძრავი ქონების მოძიება-შეძენაში/ რეალიზაციაში
• დაუკვეთე პორტალის ბროკერს - T: 514-04-29-29
• E: binebi1.ge@gmail.com