Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
უძრავი ქონების შეძენისას საწარმოს მიერ მიწისა და შენობა–ნაგებობის ღირებულება უნდა გაიმიჯნოს!
მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა–ნაგებობის შეძენისას შემძენი პირის მიერ უნდა მოხდეს შეძენილი უძრავი ქონების ღირებულებიდან მიწისა და შენობა–ნაგებობის ღირებულების ცალ–ცალკე გამოყოფა (და ცალ–ცალკე ფინანსური აღრიცხვა). თუ აღნიშნულის გამიჯვნა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის (ანგარიშ–ფაქტურა ან/და სხვ. პირველადი დოკუმენტი) საფუძველზე შეუძლებელია (რადგან მასში მოცემულია უძრავი ქონების მთლიანი ფასი), მაშინ გამიჯვნა უნდა განხორციელდეს შეფასების (ექსპერტიზის ბიუროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, აუდიტორის) დასკვნის საფუძველზე. ღირებულება გამიჯვნას ექვემდებარება იმ შემთხვევაშიც, როცა შეძენილი ფართი მდებარეობს მრავალსართულიან შენობა–ნაგებობაში (მოცემულ შემთხვევაში შეძენილი კომერციული/საცხოვრებელი ფართის კუთვნილი მიწის ფართობი და შესაბამისად მისი ღირებულება გაიანგარიშება მთლიანი შენობა–ნაგებობის ფართისა და მთლიანი მიწის ნაკვეთის ფართობის პროპორციიდან).

მიწისა და შენობა–ნაგებობის ფასის გამიჯვნა მნიშვნელოვანია საგადასახადო ამორტიზაციის გაანგარიშებისათვის, რადგან მიწას ამორტიზაცია არ ერიცხება (საგ.კოდ.§111.2.).

მაგალითი:

შპს „ქართული დეველოპერულმა კომპანია“–მ (შემდეგში – საწარმო) შეიძინა 200კვ.მ. კომერციული ფართი 5 სართულიან ბიზნეს ცენტრში 200 000 ლარად (დღგ–ს გარეშე). გამყიდველმა საწარმოს გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა, სადაც შეძენილი კომერციული ფართის ღირებულებად დააფიქსირა 200 000 ლარი (დღგ–ს გარეშე) ე.ი. კუთვნილი მიწის ღირებულება ცალკე არ არის გამოყოფილი. სულ შენობა–ნაგებობაში (ბიზნესცენტრში) განთავსებული სასარგებლო ფართი შეადგენს 5000კვ.მ., ხოლო სულ მიწის ნაკვეთის ფართი, რაზეც განლაგებულია შენობა–ნაგებობა (დამხმარე და ეზოს მიწის ფართის ჩათვლით) შეადგენს 1200კვ.მ.

მოცემულ შემთხვევაში შეძენილი კომერციული ფართის (200კვ.მ.) კუთვნილი მიწის ფართობი შეადგენს 48კვ.მ. (=200*1200/5000). შესაბამისად საწარმოს მიერ შეძენილი უძრავი ქონების ღირებულებიდან უნდა მოხდეს 48კვ.მ. მიწის ღირებულების გამოყოფა შეფასების აქტის საფუძველზე. გამოყოფილ მიწის ღირებულებას ამორტიზაცია არ დაერიცხება (საგ.კოდ.§111.2.).

წყარო - http://taxinfo.ge