Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
"ცენტრალურ უბნებში ბინები გაძვირდება" - უძრავი ქონების ბაზრის უახლესი ტენდენციები
რა მდგო­მა­რე­ო­ბაა თბი­ლის­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე და რა ტი­პის ბი­ნებს ყი­დუ­ლო­ბენ დე­და­ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად - AMBEBI.GE უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბაზ­რის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ბა­ზარ­ზე მე­ო­რად ბი­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა შემ­ცირ­და, ამან კი ბი­ნის ფა­სებ­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა და მისი ფასი შე­ამ­ცი­რა.

რო­გორც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო "კი­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნელი გო­გუ­ა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, ზო­გი­ერთ უბან­ში ბი­ნის ფასი მცი­რე­დით შემ­ცირ­და.

"ზო­გი­ერთ ბი­ნა­ზე ცვლი­ლე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ახლა ძა­ლი­ან ცოტა მყიდ­ვე­ლია, ამი­ტომ როცა და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ მყიდ­ვე­ლი რე­ა­ლუ­რია, ბი­ნა­ზე ფასს აკ­ლე­ბენ. ზო­გა­დი ტენ­დე­ცია კი ასე­თია: მო­თხოვ­ნაა და­ბალ ფა­სი­ან ბი­ნებ­ზე, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად მა­ღალ ფა­სი­ან­ზე. სა­შუ­ა­ლო სეგ­მენ­ტი და­კარ­გუ­ლია. ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა ერთ ან ორო­თა­ხი­ან ბი­ნებ­ზე მო­დის. მო­თხოვ­ნა­დი ბი­ნე­ბის ფა­სე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 30 ათა­სი­დან 70 ათა­სამ­დე მერ­ყე­ობს.

ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სამ­შე­ნებ­ლო კო­პა­ნი­აა, რომ­ლე­ბიც სახ­ლებს კარ­გი შე­თა­ვა­ზე­ბით აშე­ნე­ბენ, ასე­ვე გა­მარ­ტივ­და გან­ვა­დე­ბა, მი­ნი­მა­ლუ­რი თან­ხი­თა და გა­წე­რი­ლი გრა­ფი­კით გა­დახ­და. ამი­ტომ ალ­ბათ მყიდ­ვე­ლის 80 პრო­ცენ­ტმა ახა­ლა­შე­ნე­ბულ ბი­ნებ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. ძველ ბი­ნებს კი ფა­სე­ბი და­აკ­ლდა. ზო­გან 10-15 პრო­ცენ­ტი­ა­ნი კლე­ბაა", - აცხა­დებს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენ­ტი.

რო­გორც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ექ­სპერ­ტი გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, ბოლო პე­რი­ოდ­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე პა­სი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა.

"სა­ერ­თოდ რა­ღაც დო­ნე­ზე ბა­ზა­რი ოდ­ნავ პა­სი­უ­რია. თუმ­ცა, სას­ტუმ­რო­ე­ბის ბუმი ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი ყო­ველ წელს იზ­რდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი სას­ტუმ­რობ­ზეა გა­კე­თე­ბუ­ლი. ახალ-ახა­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი ჩნდე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ახალ სას­ტუმ­რო­ებს აშე­ნე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ნებს, მო­მა­ვალ­ში ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში ბი­ნე­ბი, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, გაძ­ვირ­დე­ბა, რად­გან ად­გი­ლე­ბი აღარ იშო­ვე­ბა. თუმ­ცა, ძვე­ლი ბი­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად, ვა­კე­ში კარ­გად იყი­დე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი მყიდ­ვე­ლია, ვინც კვ/მ-ში 800-1000 დო­ლარს იხ­დის.

ამას­თან, კარ­გად ვი­თარ­დე­ბა გა­რე­უბ­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად, გლ­დან­ში მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბი­ნებს ხალ­ხი მი­ა­წყდა, იქ და­ბა­ლი ფა­სე­ბია 500 დო­ლა­რი ღირს და შე­სა­ბა­მი­სად ბევ­რი ბინა იყი­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და მეტ­როს­თან მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ლარ­ში ფას­და­დე­ბას, რო­მე­ლიც 1-ელი ივ­ლი­სი­დან შევა ძა­ლა­ში, ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ფა­სებ­ზე არა­ნა­ი­რად არ იმოქ­მე­დებს და იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

ლიკა ამი­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE