Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
ქუჩის მოტივაცია – ფრაზები,რომლებიც კიდევ ერთხელ გვახსენებს რატომ არის ოცნებებისთვის ბრძოლა აუცილებელი!
დილით საყიდლებზე მივდიოდი სუპერმარკეტში ნაცნობი შენობის კედელზე პულველიზატორით დაწერილმა შთამაგონებელმა სიტყვება – „იმოქმედე სანამ სამყარო მიედინება“ მაშინათვე,რომ მიიპყრო ჩემი ყურადღება.

თითქოს ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ გამოვერკვიე ყოველდღიური რუტინისგან და საკუთარ თავს დავუსვი შემდეგი კითხვები – საინტერესოა როგორი ცხოვრებისეული გეგმები მაქვს ? ვაპირებ დღესვე გადავდგა ნაბიჯები წარმატებისკენ,თუ ამას შორეული მომავლისთვის ვგეგმავ? მივყვები ჩემს მიზნებს და ოცნებებს კვალდაკვალ თუ უმოქმედობას ვირჩევ ?

ვფიქრობ, თითოეული ადამიანი,რომელიც დღეს ამ შენობას გვერდს ჩაუვლის და კედელზე დაწერილ ზემოთ აღნიშნულ სიტყვებს მოკრავს თვალს, დაფიქრდება თავის ცხოვრებაზე და მაშინათვე გაიაზრებს მიყვება თუ არა გზას,რომელზეც ოცნებობდა. მართალია,მსგავსი წარწერები არც ისე ხშირად გვხვდება ქუჩის მხატვრობაში,თუმცა ქალაქში ისინი უკვე რამდენჯერმე შევნიშნე კიდეც. – „როცა შეცვლი შენს ფიქრებს, შეცვლი შენს სამყაროს.“ “თუ ოცნება გაქვს ახდენაც შეგიძლია“ „წარმატება ხასიათს აუმჯობესებს“- მართლაც,რომ მნიშვნელოვანი სიტყვებია.

და როდესაც ჩვენ ვკითხულობთ მსგავს ფრაზებს წიგნებში ან სამოტივაციო საიტებზე ეს ძალიან კარგია. ხოლო მგზავრობისას, როდესაც ავტობუსიდან ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს ან ფეხით მივუყვებით ქუჩას და მსგავსი ტიპის წარწერა იპყრობს ჩვენს ყურადღებას ესეც განსაკუთრებით მნიშნელოვანია. რადგან ასეთი ფრაზები მთელი ძალით მოქმედებენ ჩვენზე. მგზავრობისას,ხომ ადამიანს ფიქრისთვის მეტი დრო აქვს და შეუძლია გაანალიზოს თავისი ცხოვრების უამრავი მნიშვნელოვანი დეტალი. შესაბამისად, სამოტივაციო სიტყვების წაკითხვის შემდეგ, ჩვენ ყოველდღიურ რუტინას ვწყდებით და ვიწყებთ იმის გაანალიზებას, რამდენად გვეხება ისინი ჩვენ. გულის სიღრმეში ვხვდებით, ვცხოვრობთ, თუ არა სავსე ცხოვრებით და ვაცნობიერებთ,რატომ არის მნიშვნელოვანი შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. ასე,რომ თვალუწვდენელ ცათამბჯენებზე,მაღალ კორპუსებსა და სხვადასხვა ტიპის შენობებზე დაწერილი შთამაგონებელი ფრაზები, ერთიანად იტაცებს ჩვენს გონებას.მოგვწონს კიდევაც ისინი და გვეხმარება გამოვერკვეთ ყოველდღიური ერთფეროვნებისგან და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

თითქოს სამყარო ყოველ წუთს გვახსენებს,რომ წარმატებისთვის აუცილებელია ყოველ დღე ვიბრძოლოთ და საბედნიეროდ არსებობენ კიდეც ადამიანები,რომლებიც გვახსენებენ,რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია მოქმედება. ასეთი ადამიანების ჩვენ ყოველთვის მადლიერნი უნდა ვიყოთ.მსგავსი შეგონებებით მოტივირებულებმა დაუყონებვლივ დავიწყოთ მოქმედება და არასდროს შევწყვიტოთ სვლა წარმატებისკენ.

წყარო - http://4motivi.com