Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
როგორ ვიქირაოთ ბინა?
უკანასკნელ ხანს ქირის ფასმა საგრძნობლად მოიმატა. ამაზე, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია თვით ბინებსა და სახლებზე ფასების ზრდამაც. სამწუხაროდ, კიდევ ერთი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ჯერჯერობით, თბილისი ერთადერთი ქალაქია საქრათველოში, სადაც შედარებით იოლია სამსახურის შოვნა. ეს იწვევს ქვეყნის შრომის უნარიანი მოსახლეობის დედაქალაქში მოდინებას. იაფი მუშახელი ცდილობს საცხოვრებელ პირობებშიც იაფი გადაიხადოს. სწორედ ამით აიხსნება დღევანდელი სიტუაცია - თბილისის პერიფერიულ უბნებში დასაქირავებელი ბინის ფასები განუხრელად ზევით იწევს და მაგალითისთვის, ადრე თუ ფასები გლდანსა და ვაზისუბანში საბურთალოზე არსებულზე 50-60%-ით ნაკლები იყო, ახლა ეს სხვაობა ფაქტობრივად ორჯერ შემცირდა. არსებობს რამდენიმე დაფარული ნიუანსიც. მაგალითად, ქალაქის ზოგიერთი რაიონიდან ცენტრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას 30-40 წუთი მაინც სჭირდება. არადა, დაახლოებით ამდენივე დრო ესაჭიროება რუსთავის სამარშუტო ტაქსს თბილისის მოსახვედრად, რუსთავში კი ბინები თბილისის პერიფერიულ უბნებთან შედარებით უფრო იაფია. ამდენად, თუ სწორად გათვლით საკუთარ მოთხოვნებს, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ თქვენთვის რუსთავში ცხოვრება მომგებიანიც კი არის.

საერთოდ, ბინის ფასი მხოლოდ მის კომფორტულობაზე არ არის დამოკიდებული, ხშირად იგი მეზობლების ვინაობითაც განისაზღვრება. თუ გაუთავებლად ბინის ძიებაში ყოფნა არ გსურთ, დაფიქრდით, როცა რაიმეს ძალიან იაფად გთავაზობენ. გვენდეთ, ხშირია შემთხვევა, როცა დამქირავებელი ორი-სამი თვე თუ უძლებენ მეზობლად მცხოვრებ ახირებულ მოხუცს ან საეჭვო პროფესიის ქალბატონის სტუმრებს.

დღეს, ძირითადი მოთხოვნა ერთ და ოროთახიან ბინებზეა. თუკი მოინდომებთ, ნაკლებად კომფორთულ სამოთახიან ბინას უფრო იქირავებთ, ვიდრე კარგ ოროთახიანს. უავეჯო ბინის ფასიც საგრძნობლად დაბალია. დაფიქრდით, განა აუცილებლად გჭირდებათ პატრონის ტუმბოები და კარადები? მით უმეტეს, თუკი, უავეჯო ბინა სულაც არ გულისხმობს შიშველ კედლებს. ხშირად მასში ღუმელი, ტახტი, წყვილი სკამი და ხანდახან მაცივარიც კი მოიპოვება.

როდესაც ბინას თქვენთვის უცნობ უბანში ქიარობთ, შესაძლოა არარსებულ ინფრასტრუქტურაში ზედმეტი ფულის გადახდა მოგიწიოთ. გაითვალისწინეთ, კერძო პირების განცხადებებში ხშირად მცდარი ინფორმაციაა მოწოდებული. მაგ: შესაძლოა მეტროდან ბინამდე სავალი მანძილი ერთი-ორად იყოს შემცირებული, ბინის ფართი კი ხელოვნურად გაზრდილი. ერთის მხრივ, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს - მიხვალთ და უკანვე გამობრუნდებით, მეორეს მხრივ კი - გული დაგწყდებათ უშედეგოდ დაკარგული დროის გამო.

თუ განცხადებაში მითითებული ,,გარემონტებული ბინა", შეეცადეთ გაარკვიოთ, ზუსტად რა დრო გავიდა რემონტის შემდეგ. ზოგიერთისთვის 5-7 წლის რემონტიც ,,ახალივით" არის, ზოგან კი მართლაც ახალი დასრულებულია და შეიძლება სამშენებლო ნაგავიც გასატანი იყოს.

გახსოვდეთ, ფრაზა, ,,კარგ მდგომარეობაში", ყველა ბინის პატრონისთვის ერთსა და იმავე მნიშვნელობას არ ატარებს. ბევრი ამ ფრაზით ისეთ ბინებს ახასიათებს, სადაც კედლები ჯერ კიდევ არ ჩამოცვენილა.

თუკი განცხადებაში არ არის ნახსენები თანხა ან მეპატრონე უთითებს, რომ თანახმაა შევაჭრებაზე, გირჩევთ ტელეფონის პირველსავე ზარზე გამიყენოთ ეს შესაძლებლობა, რადგანაც, როგორც წესი, მეიჯარეები იმედოვნებენ, რომ ბინის ნახვის შემდეგ, თქვენ დაგენანებათ დახარჯული დრო და ძალები და მის შემოთავაზებულ პირობებს უსიტყვოდ დათანხმდებით. ტელეფონით საუბრისას ბევრად მეტი შანსია თქვენთვის სასურველ თანხაზე შეთანხმდეთ.

თუ შემოთავზება თქვენს მოთხოვნებს არ შეესაბამება, მაშინვე ნუ იტყვით უარს. ადვილად შესაძლებელია, რომ რაც დისკომფორტად გეჩვენებათ, ძალიან მოხერხებულიც გამოდგეს.

თუ თვლით, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია, თავი შეიკავეთ და ბინის მეპატრონესთან ნუ ისაუბრებთ თქვენს შინაურ ცხოველებზე. უმჯობესია, ეს ,,პოსტ ფაქტურა" შეიტყოს. როდესაც ქირის ასაღებად გეწვევათ და დაინახვს, რომ შპალერი და ავეჯი მთელია, დაწყნარდება.

თუ მეპატრონე მეტისმეტად დიდ თანხას ითხოვს , ცოტა ხანი დააცადეთ, იქნებ ,,მოტყდეს" და თქვენს პირობებს დათანხმდეს.

ხანდახან ძველი და კარგად აპრობირებილი ხერხიც ჭრის: ,,მუხიანი?.. ( დიდი პაუზა) იცით, ეს ისეთი რაიონია (მიეცით მოსაუბრეს საშუალება, რომ თავის მართლება დაიწყოს) ... არც კი ვიცი... ისე, ინტერესისათვის გკითხეთ". ხშირად, ადამიანები, რომლებსაც პირველად აქვთ შეხება ასეთ საქმესთან, ამ ფანდით იოლად ტყუვდებიან.

თუ გადაწყვეტთ, ბინა სააგენტოს დახმარებით დაიქირაოთ, ნუ ამოარჩევთ უძრავი ქონების ფირმათა განცხადებებს, რომლებიც წვრილი შრიფტით არის დაბეჭდილი. წვრილი შრიფტი სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ ბინის ფასიც ისეთივე პატარა იქნება. იაფად ბინის მოძებნა საშუალო და წვრილი სააგენტოების საშუალებით თითქმის შეუძლებელია, რადგანაც აგენტის ჰონორარი დაახლოებით ერთი თვის შენატანის ტოლია და ამიტომაც მათ აწყობთ მაღალი ფასის დაფიქსირება.

მსხვილ ფირმებში კი იმდენი აგენტი ჰყავთ, რომ თანახმანი არიან ნებისმიერ შეკვეთას ჩაებღაუჭონ და მეტი შანსია, თქვენთვის სასურველი ვარიანტიც გამონახონ.

ნუ ენდობით ისეთ სააგენტოებს, სადაც რამდენიმე მისამრთის შემოთავაზებაში გარკვეულ თანხას ითხოვენ - ეს ,,დაგოიმების" ყველაზე პოპულარული ხერხია. როგორც წესი, მითითებულ მისამართებზე ბინას არ აქირავებენ, თქვენ კი გადახდილ თანხას უკან აღარავინ დაგიბრუნებთ. თუკი ფირმაში არ გაჩვენებენ ხელშეკრულებას და არც გარანტიებს გაძლევენ, ასეთ ფირმასთან საქმის დაჭერა არ ღირს.

გირჩევთ რომ ხელშეკრულება მაქსიმალურად ხანგრძლივი ვადით შეადგინოთ. მსხვილი სააგენტოები გარკვეულ გარანტიებსაც სთავაზობენ თავიანთ კლიენტებს. თუკი მეპატრონე ობიექტური მიზეზების გარეშე ხელშეკრულებაში აღნიშნულ ვადაზე ადრე მოისურვებს თქვენს გასახლებას ან ქირის მომატებას, ფირმა ვაალდებულია უფასოდ მოგემსახუროთ ახალი საცხოვრებელი ფართის მოძებნაში. თუკი ამ დროის მანძილძე ფასებმაც მოიმატეს, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე სხვაობის დაფარვა სააგენტოს მოვალეობაა.

ბევრად ეკონომიური იქნება, თუ იქირავებთ ბინას: პირველ სართულზე: ულიფტო სახლებში: ან ისეთს, რომელსაც აივანი არ აქვს. ყველა ეს დეტალი მნიშვნელოვანია, თუკი ბინას სააგენტოს საშუალებით ეძებთ. პროფესიონალებმა კარგად იციან ასეთი ბინების ნაკლი და ისიც, თუ როგორ უნდა დაარწმუნონ ამაში მეპატრონე. რამდენიმე აგენტთან საუბრის შემდეგ, ადამიანი, რომელიც ბინას აქირავებს პირველ სართულზე ან მოუწესრიგებელ სადარბაზოში, შეეგუება იმ აზრს, რომ მისი ფართი მართლაც იაფი ღირს.

გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება რმდენიმე თვის ქირა წინასწარ მოგთხოვონ. მეპატრონეები ასე იზღვევენ ხოლმე თავს მოულოდნელი უსიამოვნებისაგან. თავიდანვე გაარკვიეთ, შედის თუ არა ბინის ქირაში კომუნალური გადასახადები. თუ არა, შეევაჭრეთ, რადგან საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის ყოველთვიური გადასახადები უსიამოვნო ხიჭვივით იქნება. იმისათვის, რომ სხვისი დავალიანების გადახდა არ მოგიწიოთ, ხელშეკრულების დადებისთანავე შეთანხმდით მეპატრონესთან, რომ ერთობლივად აწარმოოთ მრიცხველების შემოწმება.

პატრონი აუცილებლად დაინტერესდება, თუ სად სწავლობთ ან მუშაობთ, როგორი ოჯახიდან ბრძანდებით, რამდენი სული იცხოვრებს მის ბინაში. ამ უკანასკნელ შეკითხვაზე პასუხისას, შეეცადეთ, ზედმეტი დაზუსტებისგან თავი შეიკავოთ, მით უმეტეს, თუ თქვენი მეგობრები თქვენთან უფრო ხშირად ათევენ ღამეს, - ვიდრე სახლში. შეეცადეთ, სერიოზული ადამიანის შთაბეჭდიოლება დატოვოთ. კარგი იქნება, თუ ეზოში ,,მობირჟავე" მეზობლებსაც გაესაუბრებით და მეპატრონის შესახებ ცნობებს თქვენც შეაგროვებთ. გირჩევთ, თავიდანვე შეუთანხმდეთ პატრონს, რომ წინასწარი გაფრთხილების გარეშე არასოდეს გეწვიოთ სტუმრად, მით უმეტეს, თუ სახლში არ იქნებით.

შევაჭრებისას ხშირად გულახდილობა უფრო მომგებიანია, მაგ ფრაზა: ,,მე მხოლოდ 100 დოლარი მაქვს". მართალია, ,,პრანჭია" ქართველებს გვიჭირს ხელმოკლეობის აღიარება, მაგრამ გამოუვალ შემთხვევაში შეიძლება ესეც ხსნა იყოს. გაიხსენეთ, რამდენი თქვენაირი ეძებს ბინას და თუ ბინით კმაყოფილი დარჩებით, ნუ გააჭიანურებთ, რადგან ნახევარ საათში შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს.

წყარო - http://www.allhome.ge