Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
რამდენ წელს გაძლებს თქვენი კარ-ფანჯარა
ზაფხულის დადგომასთან ერთად, ყველა ცდილობს, საკუთარი ბინის მოწესრიგებასა და მცირედი კორექტივების შეტანას. სამუშაოების სპექტრი იმდენად დიდია, რომ რომელი ერთი გავიხსენოთ - ჭერის შეთეთრება, შპალერის გამოცვლა, კარ-ფანჯრის გადაღებვა თუ სულაც ახლის დამონტაჟება. ამჯერად, სწორედ კარ-ფანჯარაზე ვისაუბრებთ.

საუკუნეების განმავლობაში ხისგან დამზადებული კარ-ფანჯრის ალტერნატივა არ არსებობდა. არჩევანი მხოლოდ მასალის სახეობებზე. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ კარგი და გამძლე ხის მასალა, შესაბამისი ფასიც ღირს, ხოლო შედარებით იაფასიანი - სულ მალე მფლობელს უამრავ საზრუნავს უჩენს. ალბათ, ბევრს უნახავს ,,ხელსაყრელ" ფასად შეძენილ კარ-ფანჯარაზე გაჩენილი ბზარები, დეფორმირებული რაფები და ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობისგან გაბერილ-დაბრეცილი ჩარჩოები. უკანასკელი წლების განმავლობაში, თბილისის ბაზარზე, თანამედროვე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა სულ უფრო დიდ პოპულარობას იძენს. უნდა აღინიშნოს, რომ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ბუმი ევროპაში წინა საუკუნის შორეულ 70-იან წლებში დაიწყო. სწორედ მაშინდელი ენერგოკრიზისის დროს შეძლო ევროპელმა მომხმარებელმა აღნისნული კარ-ფანჯრის უმთავრესი დადებითი თვისებების სათანადოდ შეფასება. აღმოჩნდა, რომ მეტალოპლასმასის კონსტრუქციები აბსოლუტურად ჰერმეტულია და ექსპლუატაციის დროს სანდო, ისინი შესანიშნავად იცავენ ბინას სიცივის, ქარის, ხმაურისა და მტვრისგან. ამასთანავე, მათი მოვლა ძალიან ადვილი და მოსახერხებელია. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეკონომიურმა ევროპელებმა უკვე შექმნეს ისეთი სახლები, სადაც გათბობის სისტემა საერთოდ არ არსებობს. ასეთ სახლებში, საცხოვრებელი ფართი თბება იმ ენერგიით, რომელიც ადამიანის ცხოველქმედების დროს გამოიყოფა, ხოლო ამ სითბოს გარეთ გადინებას კი, ხელს პერმეტული ფანჯრები უშლის. ევროპაში ამასთან დაკავშირებით, ხშირად ასეც ხუმრობენ: სიცივეა, დროა სტუმრებს ვუხმოთო... საკმაოდ ძვირადღირებულ, კომუნალური მოსახურების პირობებში კი, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა უფრო მოსახერხებელია. გარდა ამისა, ეს კონსტრუქციები არ მოითხოვს ხშირ გადაღებვას, ადვილად ირეცხება და რეგულირდება. რა თქმა უნდა, ამ სფეროშიც არსებობს ფასთასხვაობა. ეს დამოკიდებულია როგორც მასალის წარმომავლობასა და ხარისხზე, ასევე კონსტუქციების დამამზადებელთა ოსტატობაზეც. თუ კარ-ფანჯარა კარგი და ხარისხიანი მასალისგან არის დამზადებული, მათი მდგრადობა ათწლეულების მანძილზეა გარანტირებული. ამასთან ერთად, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, საბოლოოდ უფრო ეკონომიურია, ვიდრე ხარისხიანი ხის ან ალუმინის კონსტრუქციები.

წყარო - http://www.allhome.ge