Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
როგორ დავაღწიოთ თავი რისკს. დამქირავებლის რისკი
ხშირად ბინის პატრონების პრობლემებზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე დამქირავებლისაზე, არადა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ გაუგებრობებისა და თაღლითობის მსხვერპლი უფრო ხშირად დამქირავებელი ხდება და თანხებიჩ მას უფრო ხშირად ეკარგება.

რისკი 1. შაინფორმაციო სააგენტოები.

საჯაროდ არაერთხელ გაცხადებულა, რომ არსებობს საინფორმაციო საგენტოები, რომელთა ერთადერთი მიზანი კლიენტის მოტყებაა. Mიუხედავად ამისა, მაინც მოიძებენებიან გულუბბრყვილო დამქირავებელები, რომლებიც ადვილად ებმებიან ტაღლითების მახეში.
საინფორმაციო სააგენტოები მცირე თანხის საფასაურად კისრულობენ კლიენტს მიაწოდონ ინფორმაცია დასაქირავებელი ბინის შესახებ. ისინი მუშტარს არწმუნებენ, რომ შესაფერის ბინას რამდენიმე დღეში გამოუძებნიან, რომ უძრავი ქონების გაქირავებას ყველა სააგენტო ამ სქემით მუშაობს და ა.შ.
დაიმედებული კლიენტი იხდის უმნიშვნელო თანხას და იწყებს მოპოვებული მისამართებისა და ტელეფონების განხილვას... უმეტეს შემთხვევაში, აღნიშნულ მისამართებზე ბინები დიდი ხნის გაქირავებულია, ან მათ გაქირაებაზე მფლობელს არასოდეს უფიქრია. მუშტარი მოტყუებული და იმედგაცრუებული რჩება. Gადახდილი თანხა კი იმდენად უმნიშვნელოა, რომ მისი გულისთვის ჩხუბი და ნერევების აშლა არ ღირს.
გირჩევთ, ნუ მოგხიბლავთ სიიაფე, იცოდეთ, ,,ძუნწი ორმაგს იხდის”, წინააღდეგ შემტხვევაში ფულის (თუნდაც მცირე თანხა) დაკარგვა და ნერევების აშლა არ აგცდებათ.

რისკი 2. თაღლითთა ხაფანგები

არასოდეს იფიქროთ, რომ თქვენი მოტყუება შეუძლებებლია. Bინების გაქირავების ბაზარზე დაზარებულთა უმრვლესობა ბრიყვები არ არიან, მაგრამ იურდიულ განათლებაში მოიკოჭლებენ.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აქემა ასეთია: თაღლითი იაფად ქირაობს ერთ ან ოროთახიან ბინას და შემდეგ ცდილობს იგი სხვას მიაქირაოს.
აფერისტი ცდილობს ბინა მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გააქირაოს, სამაგიეროდ, რამდენიმე თვის გადასახადს წინასწარ ითხოვს, იმიზეზებს, რომ სასწრაფოდ მიემგზავრება მივლინებით, ან დიდი ხნით აპირებს საზღვარგარეთ საქმეზე წასვლას. თანაც გაბრიყვებულდამქირავებელს სხოვს, რამდენიმე კვირით ტავი შეიკავოს ბინაში გადმოსვლისგან, რადგან ავეჯი და სხვა ნივთები აქვს გადასატანი და სამუსაოთი ისეა დატვირთული, რომ მათ მისახედად არ სცალია. ღა,მდენიმე ხნის შემდეგ, როცა გულუბრყვილო დამქირავებელი შესახლებას განიზრახავს და დაქირავებულ ბინას მიადგება, სახლის კართან რამდენიმე ოჯახს აღმოაჩენს, რომლებმაც მასავით დაიქირავეს ბინა და სანდომიან პატრონს წინასწარ, რამდენიმე თვის ქირა გადაუხადეს...
თაღლითამა მიზნის მისაღწევად შეიძლება ხელშეკრულებაც გაუფორმოს დამქირავებელს და ბინის გასაღებიც ჩააბაროს, მაგრამ აფერისტი რისი აფერისტია, თუ საძრომი არ დაიტოვა – ბინაში მდგმურების შესახლებამდე ცვლის გასაღებს, ანდა ახალ მდგმურებს ბინაში ,,ნათესავები” ხვდებიან და დაუპატიჟებელ სტუმრებს უკან ისტუმრებენ.
სამწუაროდ, თაღლითები კარგი ფსიქოლოგები არიან და ყველაფერი წინასწარ აქვთ გათვლილი. მსგავს შემთხვევაში მოტყუებისგან თავის დასაღწევად აუცილებლად შეამოწმეთ ბინის საბუთები, გაიგეთ ვის მფლობელობაშია იგი, ფულის გადახდისას კი შეადგინეთ ხელწერილი და მასში აუცილებლად მიუთითეთ გამქირავებლის საპასპორტო მონაცემები.
Aხლა ვისაუბროთიმ რისკზე, რომელიც ბინის პატრონსა და დამქირავებელს შორის გაუგებრობის ნიადაგზე შეიძლება წარმოიშვას.

რისკი 3. მუნიციპალური ბინა

ყველასთვის ცნობილია, რო არაპრივატიზებული ბინა მუნიციპალური საკუთრებაა.მიუხედავად ამისა, გაქირავების დროს ცოტა თუ დაფიქრდება იმაზე, რომ საჭიროა მერიის ნებართვა და ბინაში ჩაწერილი, ყველა სრულწლოვანი მოქალაქის წერილობითი თანხმობა. Mსგავსი დოკუმენტების არარსებობაზე ზოგჯერ თაღლითობის აგება ხდება: გაქირავებული ბინის ორი მცხოვრები სპექტაკლს გაითამაშებს – ერთმა გააქირავა და გაემგზავრა, მეორე ჩამოვიდა და საკუთარ სახლში ცხოვრება სურს, თანაც ბინის გაქირავების საასტიკი წინააღმდეგია. Mდგმურს ისღა დარჩენია, ბინა დაცალოს, რადგან კანონი მის წინააღმდეგაა. Fული რომელიც მან წინასწარ გადაიხადა? ფულს ის გამქირავებელი დაუბრუნებს, როცა ჩამოვა. ის კი ან ჩამოვა, ან – არა.
არის შემთხვევები, რომლებიც თაღლითობასთან არ არის დაკავშირებული და ძალიან წააგავს ზემოთ აღწერილს. მაგალითად, ცოლმა ქმრის დაუკითხავად გააქირავა ბინა, რამდენიმე ხნის შემდეგ ქმარმა გაიგო და რაკი გარიგება მისი თანხმობის გარეშე მოხდა, ბინის დაცლა მოითხოვა. მდგმური იძულებული იქნება, ბინა დაცალოს. ასეთ შემთხვევაში მას გადახდილ ქირასაც უბრუნებენ, მაგრამ აღელვებისა და ნერვების მოშლის საზღაურს ვერავინ გადუხდის. იმისათვის, რომ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, წინასწარ შეიტყვეთ ვის საკუთრებას წარმოადგენს ბინა, რომლის დაქირავებასაც აპირებთ.

რისკი 4. ბინის ქირის შეუთანხმებლად გაზრდა

დაუშვათ, ადსამიანმა დაიქირავა ბინა და იქ ერთი-ორი თვეც იცხოვრა. Mისდა მოულოდნელად კი, ერთ მშვენიერ დღეს ბინის პატრონმა გამოუცხადა, რომ უფრო მეტი უნდა გადაიხადოს, ვიდრე თავიდან მოილაპარაკეს. ე.ი ბინის ქირა გაზარდა. Aქაც ფსიქოლოგიურ მომენტთან გვაქვს საქმე. Gამქირავებელმა კარგად იცის, რა ენერგიის ფასად ჯდება გადასვლა-გადმოსვლა, ახალი ბინის მოძებნა, დაქირავება და ამ შემთხვევაში, მდგმურის უმწეობითა და არასახარბიელო მდგომარეობით სარგებლობას აპირებს. Uმეტესად, მდგმურები ხელახალ დავიდარაბას, მომატებულ გადასახადზე დათანხმებას არჩევენ. Eს ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული, რომელშიც თეთრზე შავით ეწერებოდა, რამდენი ხნით არის გაქირავებული ბინა და რა შემთხვევაში შეიძლება ქირის მომატება.

რისკი 5. გამქირავბელის მხრიდან მკაცრი კონტროლი

ზოგიერთი ბინის გაქირავებას საქმიანად უდგებნა და სამართლიან მიიჩნევს შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ. ძოგი კი სიფრთხილეს იჩენს და თვლის, რომ უფლება აქვს, რამდენჯერაც უნდა შეამოწმოს იგი, მდგმურების წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ღა თქმა უნდა, ბინის პატრონის ასეთი საქციელი მდგმურებისთვის მომაბეზრეგბელია. კანონით კი დაქირავების ხელსეკრულების უფლება მდგმურებზე გადადის. E.ი მათ შეუძლიათ გამქირავებელს აუკრძალონ ბინაში მისვლა წინასწარ გაფრთხილების გარეშე. რათქმა უნდა, ადამიანურად მოლაპარაკებაც შეიძლება – წინასწარი შეტყობინების შემთხევეაში, რამდენჯერ მივა პატრონი შემოწმების მიზნით, გაქირავებულ ბინაში.
რისკი 6. ბინის პატრონის მიერ ,,რვიანის” მოულოდნელი გათიშვა
მომავლმა მდგმურებმა ტგამქირავებელთან სერიოზულად უნდა მოილაპარაკონ ტელეფონით საქალაქთაშორისო საუბრების შესახებ. ზოგიერთი გამქირავებელი, მოულოდნელი სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად, რაც მდგმურების მიერ დატოვებულ უზარმაზარ გადსახადებში გამოიხატება, ამჯობინებს გათიშოს ,,რვიანი”. Aრადა, დამქირავებლისთვის ეს მნიშვნელოვანი დანაკლისია. Aმის გამო შეიძლება უარი თქვათ ბინის დაქირავებაზე, მაგრამ უკეთესია თუ ბინის პატრონს კომპრომისზე წასვლას აიძულებთ და წინასწარ გადაუხდით გარკვეულ თანხასწ (რომელსაც იგი გადსვლის დროს დააბრუნებს).

რისკი 7. გატეხილი ჭაღი და ძველი შპალერი. ვინ გადაიხდის?

არსებობს ასეთი ცნება – ბინის ბუნებრივი, ჩვეულებრივი ცვეთა, დაძველება. ჭარმოუდგენელია ბინაში იცხოვრო რამდენიმე წელი და ყველაფერი ისეთივე დარჩეს, როგორიც პირველ დღეს იყო. ფულს დამქირავებელი ჰაერსა და სანტექნიკაში კი არა, ბინით სარგებლობაში იხდის. Aმას კი თან ახლავს ცვეთის, დაძველების და ა.შ. აუცილებელი პროცესები. ამიტომ, მათი კომპენსაცია იმ თანხებში შედის, რომელსაც გამქირავებელი მდგმურისგან იღებს. Gატეხილი ჭაღის საფასური უნდა გადაიხადოთ, გავრცელებული შპალერის გამოცვლა კი არ გევალებათ. საერთოდ, უმჯობესია წინასწარ ხელშეკრულებაში შეიტანოთ ყველა პირობა, რათა არ მოგიხდეთ კაპიტალური რემონტის გაკეთება ან იმის მტკიცება, რომ სარეცხი მანქანა თქვენი შეძენილია და ა.შ.

რისკი 8. ბინა ნაცნობობით

ბედნიერია დამქირავებელი, რომელმაც ბინა ნაცნობობისგან დაიქირავა. მას ხომ სააგენტოში სირბილი და ფულის ხარჯვა არ დასჭირვებია და არც ,,სიტყვა და საქმე” უფურცლავს... ბინის პატრონი ჭირსა და ლხინში გამოცდილი ჰყავს, მისგან მოულოდნელად ქირის მომატებას არ უნდა ელო. ჩვენი აზრით, მდგმურები ცდება: ხშირად ბინის პატრონთან ახლობლობას უხერხულობამდე მივყავართ. ღოგორც წესი, ბინაში მისი ნივთები აწყვია, იგი ნებისმიერ დროს მოდის, კარს საკუთარი გასაღებით აღებს და ა.შ. იმ შემთხვევაში კი, თუ ბინის პატრონი თავს კეთილმყოფელად მიიჩნევს – მდგმური კი მასზე დამოკიდებულად. ამიტომაც გირჩევთ, ახლობელ ადამიანებთანაც გააფორმოთ ხელშეკრულება.

რისკი 9. თქვენ გადაიხადეთ? მე გადავიხადე!

ბინის პატრონთან ანგარიშსწორების მთავარი პირობაა – არავითარი გადახდა ხელწერილის გარეშე. თუ ბინის მესაკუთრესტან ურთიერთობა ოფიციალურია- დოკუმენტიც ოფიციალური უნდა იყოს. თუკი მათ შორის ურთიერთობა უფრო პირადულია, ვიდრე საქმიანი, ნებისმიერი ფორმის ხელწერილის შედგენა შეიძლება. Mრავალი შემთხვევაა ცნობილი, როცა გამქირავებელმა ბინის ქირა მიიღო, მაგრამ სახლამდე არ მიუტანია, შემდეგ კი ამტკიცებდა, ფული არ მოუციათო. Aნდა, ბინის პატრონმა უცებ ,,აღმოაჩინა”, რომ კოვერტში უფრო ნაკლები თანხაა, ვიდრე მდგმურს უნდა გადაეხადა. Aსე რომ, მოტყუებისა და გაუგებრობის წამალი მხოლოდ ხელცერილია, ფული კი ბინის პატრონმა იქვე, მდგმურის თვალწინ უნდა დათვალოს.

წყარო - http://www.allhome.ge