Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
"არ გააკეთოთ რემონტი ერთხელ და "საშვილიშვილოდ" - დიზაინერის რჩევები მათ, ვინც ინტერიერის განახლებას აპირებს
ბოლო დროს სულ უფრო იზ­რდე­ბა იმ ადა­მი­ან­თა რი­ცხვი, ვინც სა­კუ­თა­რი სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რის და­გეგ­მვა-მო­წყო­ბას, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნერს ან­დობს. რო­გო­რია ბი­ნის ინ­ტე­რი­ე­რის თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის მო­თხოვ­ნე­ბი და რას ითხოვს ქარ­თვე­ლი კლი­ენ­ტი - ამა­ზე პე­პი­ლოტ/პეპი (სო­ფიო ტუ­სიშ­ვი­ლი) გვი­ამ­ბობს, რო­მე­ლიც ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად, სი­ა­მოვ­ნე­ბით მუ­შა­ობს.

- ყვე­ლა დამ­კვე­თი, რო­გორც წესი, დი­ზა­ი­ნე­რის­გან უნდა ითხოვ­დეს მისი აზ­რე­ბის გე­ნე­რი­რე­ბას, მისი თვა­ლით აღ­ქმას, მის­თვის სა­სურ­ვე­ლი გა­რე­მოს დი­ზა­ი­ნე­რის გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და ოს­ტა­ტო­ბით შექ­მნას.

რო­გორ წესი, ჩემი დამ­კვე­თე­ბი ჩემ­გან ითხო­ვენ, მათი ცხოვ­რე­ბის ში­ნა­გა­ნი სი­ფე­რა­დე გა­რეთ გა­მო­ვი­ტა­ნო, მათ მა­გივ­რად გავ­რის­კო, მათი სურ­ვი­ლე­ბი ხმა­მაღ­ლა გა­ვაჟ­ღე­რო. ყვე­ლა ჩემი დამ­კვე­თი ჩემ­თან ჩემი ხელ­წე­რის­თვის მო­დის და რა თქმა უნდა, გა­ცი­ლე­ბით მარ­ტივ­დე­ბა ყვე­ლა საქ­მე, თუ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი ქვია.

ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, თა­ვი­დან სხვა მუხ­ტით დაგ­ვი­წყია და ბო­ლოს ტი­პუ­რი ერ­თფე­როვ­ნე­ბით დაგ­ვიმ­თავ­რე­ბია. ეს ჩემ­თვის ყო­ველ­თვის მო­სა­წყე­ნია, რო­გორც პი­როვ­ნუ­ლად, ისე შე­მოქ­მე­დე­ბი­თად თუ ვე­რა­ფერ სა­ინ­ტე­რე­სოს ვერ ვი­ღებ პრო­ექ­ტი­დან, ვცდი­ლობ, თავი ავა­რი­დო ხოლ­მე სტან­დარ­ტულ შემ­თხვე­ვებს" - გვე­უბ­ნე­ბა ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

- რო­დე­საც კლი­ენ­ტი არ გე­თან­ხმე­ბათ, რო­გო­რია ასეთ დროს დი­ზა­ი­ნე­რის პო­ზი­ცია?

- თი­თო­ე­ულ პი­როვ­ნე­ბას, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი დი­ზა­ი­ნერს, აქვს თა­ვი­სი ხელ­წე­რა, მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, უბ­რა­ლოდ, ვე­რას­დროს გა­ვა­კე­თებ იმას ძა­ლით, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას არ მო­მა­ნი­ჭებს, თა­ვად დამ­კვე­თი უნდა იყოს გახ­სნი­ლი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­დეს, გად­მოგ­ცეს, თუ რას ელის შენ­გან, რა უნდა და რა­ტომ... რო­დე­საც კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გე­ბა, ყვე­ლა დი­ზა­ი­ნე­რი სა­ვა­რა­უ­დოდ, ცოტა ხნით, იმ ადა­მი­ა­ნის გად­მო­სა­ხე­დი­დან აზ­როვ­ნებს, მხო­ლოდ მის ბი­ნა­ზე ფიქ­რობს და ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს პრო­ექტს უკავ­ში­რებს, სა­ნამ არ შე­იქ­მნე­ბა, მზა მო­დე­ლი.

რო­გორც წესი, დი­ზა­ი­ნე­რის რჩე­ვებს ით­ვა­ლის­წი­ნებს ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც იაზ­რებს, რომ ამ საქ­მე­ში გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ცი­ლე­ბით მეტ სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვას მის­ცემს, მე­ტად თა­მა­მად წარ­მო­უდ­გენს დე­ტა­ლებს, რაც მთა­ვა­რია, მის­ცემს ისეთ რჩე­ვებს, რაც და­ეხ­მა­რე­ბა ბევრ ფაქ­ტორ­ზე იზ­რუ­ნოს სა­მო­მავ­ლო­დაც.

- ალ­ბათ აჩე­მე­ბუ­ლი კლი­ენ­ტე­ბიც არ­სე­ბო­ბენ - "მე ასე­თი მინ­და, იმი­ტომ, რომ ჩემს ახ­ლო­ბელს აქვს"...

- ჩემ შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც რა­ღაც დე­ტა­ლი აქვთ ნა­ნა­ხი სა­დღაც და მისი გად­მო­ტა­ნა უნ­დათ, მაგ­რამ ეში­ნი­ათ. ამი­ტომ, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, დავ­რწმუნ­დე, რომ დრო­ე­ბი­თი აჩე­მე­ბა არ არის, სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან ვა­მოწ­მებ და მხო­ლოდ მას მერე ვცდი­ლობ, მის სა­დღაც პა­ტა­რა დე­ტა­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას. დიახ, მხო­ლოდ მას მერე, რაც დავ­რწმუნ­დე­ბი, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში არ ინა­ნებს, არ მო­ბეზ­რდე­ბა, ან უკ­მა­ყო­ფი­ლო არ იქ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით.

ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სამ­წუ­ხა­როდ სა­ქარ­თვე­ლო­ში - "მე­ზო­ბელ­თან ვნა­ხე", "მე­გო­ბარ­მა გა­ა­კე­თა" და ა.შ. მაგ­რამ ბოლო დროს რო­გორც იქნა, გა­უჩ­ნდა ხალ­ხს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბის უფრო ხმა­მაღ­ლა გა­მო­ხატ­ვის უნა­რიც, იმა­ტა ფე­რებ­მა და თა­მამ­მა გა­და­წყვე­ტებ­მა. აღარ აკე­თე­ბენ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, თით­ქოს უფრო პრაქ­ტი­კუ­ლე­ბი გავ­ხდით და უფრო ლა­ღე­ბი... ვფიქ­რობ, ამ ყვე­ლა­ფერ­მა მა­ინც თა­ო­ბის ზრდის მი­ხედ­ვით იმა­ტა და სულ უფრო და უფრო სწრა­ფად ვვი­თარ­დე­ბით...

- მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი და მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რი დი­ზა­ი­ნი - რით გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან და ეს ყვე­ლა­ფე­რი თან­ხა­ზე თუ აი­სა­ხე­ბა?

- ზო­გა­დად, სტი­ლი ყვე­ლა ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა და თან, თა­ვის თავ­შიც სხვა­დას­ხვა სტი­ლის ელე­მენ­ტსაც მო­ი­ცავს. რო­გორც წესი, ხში­რად ჩვენ ვარ­ქმევთ ხოლ­მე არას­წორ სა­ხე­ლებს ამა თუ იმ გა­და­წყვე­ტას, რა­საც მა­გა­ლი­თად, ვე­ძა­ხით მი­ნი­მა­ლის­ტურს - და­ვა­ცა­რი­ე­ლებთ ხოლ­მე ოთა­ხებს და ორ ფერ­ში ვწყვეტთ ძი­რი­თად აქ­ცენ­ტებს... მი­ნი­მა­ლიზ­მი გა­ცი­ლე­ბით ღრმა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა და გა­ცი­ლე­ბით სხვა სპე­ცი­ფი­კით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, ვიდ­რე აღ­ვიქ­ვამთ ან ჩანს.

რო­გორც მაქ­სი­მა­ლიზ­მი დი­ზა­ინ­ში - ეს უბ­რა­ლოდ ბევ­რი ნივ­თის ერ­თი­ა­ნო­ბას არ ნიშ­ნავს, უფრო ნიშ­ნავს სწო­რი რა­ო­დე­ნო­ბის ნივ­თე­ბის ერთ სივ­რცე­ში გან­თავ­სე­ბას. დი­ზა­ინ­ში მთა­ვა­რია სივ­რცე, ბა­ლან­სი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი - ამ კომ­პო­ნენ­ტებს მოჰ­ყავს ყვე­ლა­ფე­რი ჰარ­მო­ნი­ა­ში.

- ბოლო დროს თით­ქოს ხა­ლი­ჩე­ბი შე­მო­ვი­და ინ­ტე­რი­ე­რის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად. თა­ვად რამ­დე­ნად მოგ­წონთ ეს ელე­მენ­ტი დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას და რამ­დე­ნად იყე­ნებთ?

- ხა­ლი­ჩე­ბი, ფარ­და­გე­ბი, ბევ­რი დე­კო­რა­ტი­უ­ლი დე­ტა­ლი გახ­და კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი, ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლე­ბი, მოწ­ნუ­ლი ავე­ჯი, ფე­რა­დი მი­ნე­ბი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლე­ბი, ფი­გუ­რე­ბი, ქან­და­კე­ბე­ბი, გე­ო­მეტ­რი­უ­ლი შტრი­ხე­ბი, ფე­რა­დი, ჭრე­ლი შპა­ლე­რი. მოდა ყო­ველ­თვის ახა­ლი სი­ცო­ცხლით გვიბ­რუ­ნებს კარ­გად და­ვი­წყე­ბულ დე­ტა­ლებ­საც კი. მე პი­რა­დად ხში­რად ვი­ყე­ნებ დი­ზა­ინ­ში, სრუ­ლე­ბით სხვა აქ­ცენ­ტი შე­მო­აქვს, ასე­ვე ფაქ­ტუ­რა და რაც მთა­ვა­რია, სიმ­ყუდ­რო­ვის გან­ცდას ქმნის, ჩემ­თვის გა­ცი­ლე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლია სახ­ლი, სა­დაც ია­ტაკ­ზე თუნ­დაც მცი­რე ზო­მის ხა­ლი­ჩაა და თან, პრაქ­ტი­კუ­ლიც გახ­და მისი მოხ­მა­რე­ბა, აღარ სა­ჭი­რო­ებს თა­ნა­მედ­რო­ვე ხა­ლი­ჩა ზარ-ზე­ი­მე­ბის მო­წყო­ბით რე­ცხვას. ხში­რად მსგავ­სი დე­ტა­ლე­ბი დროს­თან ერ­თად იხ­ვე­წე­ბა, ხდე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი, რაც შემ­დგომ აბ­რუ­ნებს უკან ჩვენს სივ­რცე­ებ­ში.

- თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, რო­გო­რია თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლე­ბის გე­მოვ­ნე­ბა? შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა თა­მა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს?

- ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე­ნი ვართ, კარ­გად ვი­ცავთ ბა­ლან­სებს, კარ­გად ვით­ვი­სებთ ტენ­დენ­ცი­ებს, ვართ პრაქ­ტი­კუ­ლე­ბი, თა­მა­მე­ბი, ჩვე­ნი ხა­სი­ა­თი ხში­რად ჩანს დი­ზა­ი­ნის ელე­მენ­ტებ­ში...

- რა რჩე­ვე­ბის მიც­მა შე­იძ­ლე­ბა მკი­თხვე­ლის­თვის - რო­გორ მო­იქ­ცნენ, თუ ვთქვათ, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რის და­ქი­რა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, სახ­ლი რის მი­ხედ­ვით და რო­გორ მო­ა­წყონ?

- ჩემი უმ­თავ­რე­სი რჩე­ვა იქ­ნე­ბო­და, მო­ა­წყონ სა­კუ­თა­რი სივ­რცე­ე­ბი - სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ვის­თან ერ­თა­დაც ცხოვ­რო­ბენ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ გან­წყო­ბე­ბი, ემო­ცი­უ­რი მხა­რე­ე­ბი, ეცა­დონ, სა­კუ­თა­რი ღია სივ­რცე და­უ­ტო­ვონ ყვე­ლა ოჯა­ხის წევ­რს, უფრო მე­ტად - ბავ­შვებს.

არ გა­ა­კე­თონ ერთხელ და „საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ“, სი­ახ­ლე­ე­ბით იცხოვ­რონ, მო­ხა­ტონ კედ­ლე­ბი, სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი, სახ­ლის კარი, აბა­ზა­ნის ჭერი, გა­ეც­ნონ ბლო­გებს, სტა­ტი­ებს, რჩე­ვებს... არას­დროს შე­უ­შინ­დნენ ცვლი­ლე­ბებს და სი­ახ­ლე­ებს, ეცა­დონ, სა­კუ­თა­რი ხე­ლით ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა, და­იხ­ვე­წა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და გაჩ­ნდა უამ­რა­ვი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მარ­ტი­ვად გა­მო­ი­ყე­ნოს.

და რაც მთა­ვა­რია! ვურ­ჩევ ძველ ნივ­თებს არ შე­ე­ლი­ონ მარ­ტი­ვად და ეცა­დონ, თუნ­დაც მათ რეს­ტავ­რი­რე­ბას, ფე­რის შეც­ვლას, სტრუქ­ტუ­რის, შე­საძ­ლოა ფუნ­ქცი­ის შეც­ვლას... და ახა­ლი სი­ცო­ცხლით მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ. მათ, ვი­საც გა­ცი­ლე­ბით მეტი უნდა რომ შეც­ვა­ლოს მის გა­რე­მო­ში, ვურ­ჩევ და­ინ­ტე­რეს­დეს ტექ­ნი­კუ­რი მხა­რის შეს­წავ­ლით, ის­წავ­ლოს, რო­გორ უნდა აა­შე­ნოს სახ­ლი, სა­დაც ის თა­ვად იცხოვ­რებ­და.

წყარო - https://www.ambebi.ge