უძრავი ქონება - ბინების ყიდვა-გაყიდვა, ქირა-გირაო

Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
გორდონ რემზის სამზარეულო
და ბოლოს, გთავაზობთ რჩევებს, თუ რა და როგორ შეგიძლიათ გადმოიღოთ გორდონ რემზის სამზარეულოს ინტერიერიდან. თუკი არსებობს ვინმე, ვინც იცის როგორი უნდა იყოს სამზარეულო, ეს გორდონ რემზია. მისი სამზარეულო მარტივი, მაგრამ ლამაზი და ძალიან პრაქტიკულია. თქვენ შეამჩნევთ კვლავ მსგავს ბრინჯაოსფერ ტაფებს სამზარეულოს კუნძულის თავზე: ამ შემთხვევაშიც, ეს დეკორაცია სამზარეულოს რესტორნის ეფექტს აძლევს. მაგრამ, სელენა გომესის შემთხვევისაგან განსხვავებით, გორდონის სამზარეულო ვერცხლისფერ ტონშია გადაწყვეტილი და უფრო პროფესიონალურად გამოიყურება.

3 მარტივი ხერხი
დაკიდეთ ტაფები კედლებზე. ეს ხერხი ყოველთვის გაამართლებს.
შეიძინეთ ვერცხლისფერი კუნძული საკუთარი ღუმელითა და ქურით.
სამზარეულოს დანარჩენი სივრცე გადაწყვიტეთ მკრთალ და კრემისფერ ტონებში: ეცადეთ ბუფეტი და იატაკი ერთი ფერის იყოს.
. ბიუჯეტური ვარიანტები
თუ სამზარეულოს კუნძულისათვის საკმარისი ადგილი არ გაქვთ, შეიძინეთ ჩვეულებრივი სამზარეულო, მთავარია იგივე ეფექტის მისაღებად იგი ვერცხლისფერი იყოს.
დაზოგეთ თანხა იატაკზე. იატაკი არ წარმოადგენს ამ დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, ამიტომ, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მასზე ლამინატს დააგებთ თუ მეტლახს.
ეძებთ პრაქტიკულ რჩევებს ინტერიერის დიზაინისათვის? გამოიწერე ჩვენი ყოველკვირეული სიახლეები აქ. პირობას გაძლევთ, რომ მხოლოდ კარგ ინფორმაციას მოგაწვდით !

წყარო - https://www.realilo.ge