Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
რემონტი: სრული გზამკვლევი
რემონტის ზედამხედველობა არაა ადვილი, მითუმეტეს გამოუცდელებისათვის. ამ საქმეში ბევრი რამეა წინასწარ გამოსათვლელი და ხშირია ზედმეტი ხარჯვისა და გადაცილებული დედლაინების შემთხვევები. ეს გზამკვლევი გაგიძღვებათ თქვენი ბინისა თუ სახლის რემონტის ყოველ ნაბიჯზე და მოგცემთ ექსპერტულ რჩევებს თუ როგორ მიაღწიოთ საუკეთესო შედეგებს.

თუ აქამდე რემონტთან შეხება არ გქონიათ, მაშინ გირჩევთ ეს გზამკვლევი სრულად წაიკითხოთ, ან უბრალოდ მომავლისათვის ჩაინიშნოთ და პირდაპირ თქვენი სასურველი სექცია გამოიყენოთ.

1) შეაფასეთ შენობა-ნაგებობის მდგომარეობა
თუ შენობა ან საცხოვრებელი რის გარემონტებასაც აპირებთ დიდი ხნით ცარიელი იყო, ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შენობის მდგომარეობის გაუარესებისათვის არა წლები, არამედ ზოგჯერ თვეებიც კი საკმარისია.ყველა შესაძლებელი პრობლემის გამოსათვლელად და თავიდან ასაცილებლად გჭირდებათ გეგმა. ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება პროფესიონალის დაქირავებაა, რომელიც დაწვრილებით ანგარიშს ჩაგაბარებთ თქვენი საკუთრების მდგომარეობის შესახებ. თუმცა. ბევრს არ აქვს ამის ფუფუნება. ასეთ შემთხვევაში გასწავლით, როგორ შეიძლება იმის დადგენა თუ რა ხარვეზი აქვს თქვენს შენობა-ნაგებობას.

ელექტროგაყვანილობის პრობლემები

როგორ უნდა მიხვდეთ თუკი თქვენს სახლს ახალი გაყვანილობა სჭირდება? ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ნიშნებს:

ელექტროკაბელებს, ნაცრისფერი და თეთრი ქსელის კაბელების გარდა.
სხვადასხვა ტიპის შტეპსელებსა და ჩამრთველებს
ცენტრალურ გამომრთველს (თუ ის ძველებურია)
ნესტთან დაკავშირებული პრობლემები
ნესტი ჩვეულებრივი პრობლემაა ისეთ სახლშიც კი, რომლებსაც მუდმივი ბინადრები ჰყავს. ამ პრობლემის გადაჭრა უმეტესად კედლებით უნდა დავიწყოთ, რადგან რემონტის დამთავრებამდე და კედლების დაფარვამდე უმჯობესია ნესტის პრობლემა თავიდან მოვიცილოთ.

სინესტის ნიშნებია:

შავი წერტილები კედლებზე
ცუდი სუნი
დიდი ლაქები კედლებზე
დაზიანებული საღებავი ან შპალერი
შენობა-ნაგებობის სტრუქტურული პრობლემები
შემდეგი ფაზა შენობა-ნაგებობის სტრუქტურული პრობლემების გამორკვევაა. თუ ამჩნევთ რღვევებს კედლებზე და ჩამოშლილ ნამსხვრევებს იატაკზე, მაშინ უნდა შემოწმდეს შენობის მდგრადია თუ არა შენობა. უარყოფითი დასვკნის შემთხვევაში აუცილებელია დროებითი ზომების მიღება სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე.

არსებული ინსტალაციების მდგომარეობა
ახლა, როდესაც უკვე გაარკვიეთ თქვენი ბინის/სახლის მდგომარეობა და პრობლემები, დროა ჩამოწეროთ ყველაფერი რის გამოცვლას და განახლებას აპირებთ. რა მდგომარეობაშია კედლები და იატაკი? საჭიროა თუ არა სანტექნიკური სამუშაოები? ეს დაგეხმარებათ აუცილებელი სამუშაოების კარგად დაგეგმვაში.

შენიშვნა
ზოგიერთმა პრობლემამ შესაძლებელია დემონტაჟის პროცესში იჩინოს თავი. მაგალითად, ამ დროს ზოგჯერ აღმოაჩენენ, რომ კედლებში ვირთხები ბინადრობენ, ან იატაკი შიგნიდან გამომპალია. მსგავს პრობლემებს მხოლოდ დემონტაჟის შემდეგ ვამჩნევთ, შესაბამისად, ყოველთვის გონივრულია მსგავსი ფაქტების წინასწარ გათვალისწინება ბიუჯეტში.

2) შექმენით ინტერიერის დიზაინი
ახლა, როდესაც უკვე იცით თუ რისი დემონტაჟია აუცილებელი, დროა გადაწყვიტოთ რითი შეცვლით მას. გადაწყვეტილების მიღება რთულია, მაგრამ, ამასთან, აუცილებელიც: კარგად დაპროექტებული საცხოვრებელი ძალიან ძვირფასია და ისეთ ინტერიერში ცხოვრება, რომელიც გიყვართ, თქვენს კეთილდღეობისა და ბედნიერების გარანტია. გთავაზობთ რჩევებს თუ როგორ მოაწყოთ საცხოვრებელი საუკეთესოდ:

იპოვეთ შთაგონების წყარო. მანამ, სანამ რაიმეს ყიდვას დააპირებთ, შთაგონებისათვის მოძებნეთ ფოტოები ინტერნეტში ან ეწვიეთ საგამოფენო დარბაზებს. დამახსოვრებული ფოტოებისააგან შეგიძლიათ საკუთარი გალერეა შექმნათ რაც დაგეხმარებათ დიზაინის კეთების მთლიან პროცესში.
შეარჩიეთ ფერები. დაათვალიერეთ ფოტოგალერეა და შეხედეთ, თუ რა ფერებია გამორჩეული. ამით თქვენ შეგეძლებათ ფერთა დიაპაზონის შერჩევა რათა თქვენი ინტერიერის დიზაინი თანმიმდევრული იყოს.
დიზაინი. ამ საქმისათვის შეგიძლიათ დაიქირავოთ ინტერიერის დიზაინერი. თუ თქვენს საკუთრებას გასაყიდად ამზადებთ ეს კარგი იდეაა: კარგი დიზაინის მქონე ბინა ძვირად ფასობს. თუ ამ საქმისათვის თანხა არ გაქვთ, დაიწყეთ თქვენი ბინის სასურველი დიზაინის ჩანახატების კეთება და გადახედვა მანამ სანამ ის თქვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. წარმოიდგინეთ, რომ კოსმოსში ცხოვრობთ: რა დაგჭირდებათ ყოველდღიური ცხოვრებისათვის? რა გაგრძნობინებთ თავს ისე როგორც საკუთარ სახლში? დაიმახსოვრეთ, რომ სილამაზესთან ერთად პრაქტიკულობა და ფუნქციურობა ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია.
სასურველი ინტერიერის დიზაინის ვიზუალურად წარმოდგენა საუკეთესო გამოსავალია, რაც დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს ხელოსნებს სარემონტო სამუშაოების დროს.

3) გაწერეთ რემონტის ბიუჯეტი
საუკეთესო გზა ზედმეტი ხარჯვის თავიდან ასაცილებლად ბიუჯეტის წინასწარ გაწერაა. ეს საშუალებას მოგცემთ წინასწარ იცოდეთ თუ რა დაჯდება პროექტი და გექნებათ მეტი კონტროლი დანახარჯებზე. კოსმეტიკური რემონტი როგორც წესი 160₾/კვ.მ. ჯდება, ხოლო კაპიტალური რემონტი 340₾/კვ.მ. და მეტი. ამას დაუმატეთ მასალებისა და ავეჯის ფასი და მიიღებთ რემონტის სრული ხარჯების მიახლოებით რაოდენობას.

4) მოძებნეთ კვალიფიციური ხელოსნები ან დაიქირავეთ კონტრაქტორი
აქ კი თავსატეხი იწყება. იმისათვის, რომ სარემონტო სამუშაოებმა კარგად ჩაიაროს აუცილებელია ხელოსნების კარგად შერჩევა. თქვენ შეგიძლიათ სათითაოდ მოძებნოთ ხელოსნები, ან დაიქირავოთ კონტრაქტორი, რომელიც ამას თქვენ მაგივრად გააკეთებს. ორივე შემთხვევაში მოგიწევთ რამდენიმე სხვადასხვა შემოთავაზების შედარება და ხელოსნების კვალიფიკაციის შემოწმება (მაგალითად, შეგიძლიათ რჩევისათვის დაეკითხოთ მათ წინა კლიენტებს). ამით თავიდან აიცილებთ ისეთ ხელოსნებთან თანამშრომლობას, რომლებიც სამუშაოდ ნასვამები მოვლენ, ან საერთოდაც არ გამოცხადდებიან, ასევე მიიღებთ მაღალი ხარისხის ნამუშევარს, რომლის თავიდან კეთება რამდენიმე წელიწადში არ მოგიწევთ. ამ ნაბიჯს შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, თუმცა, ეს სრულიად გამართლებულია პროექტის წარმატებით დასასრულებლად.

5) დაგეგმეთ სარემონტო სამუშაოები
მოილაპარაკეთ თქვენს კონტრაქტორთან ან ხელოსნებთან და ჰკითხეთ, თუ რა დრო დასჭირდებათ თითოეული დავალების შესასრულებლად. ამის შემდეგ შეგიძლიათ შექმნათ რემონტის ცხრილი და მიაბათ ბიუჯეტს. ეს დაგეხმარებათ სარემონტო სამუშაოების მსვლელობის გაკონტროლებაში, და შეგეძლებათ თვალი მიადევნოთ თუ რამდენად ზედმიწევნით სრულდება თქვენი გეგმები და ჩანაფიქრები. აგრეთვე, სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა თქვენს ხელოსნებსაც დაეხმარებათ თავიანთი დავალებების შესასრულებლად.

6) აიღეთ ყველა საჭირო ნებართვა
თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ საჭირო ნებართვის აღება, დამოკიდებულად იმაზე, თუ რა ტიპის სარემონტო სამუშაოების შესრულებას აპირებთ. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია ყველა მსგავსი ლეგალური საკითხის რემონტის დაწყებამდე მოგვარება, რათა შემდგომში არ მოგიწიოთ მუშაობის პროცესის შეჩერება, ან არ დაგაჯარიმონ.

7) დაიწყეთ რემონტი
ახლა კი მთავარი: თავად რემონტი!

ა) სარემონტო ობიექტის შემზადება
ობიექტის მომზადება აუცილებელია იმისათვის, რომ ხელოსნებმა ხარისხიანად იმუშაონ. გაიტანეთ ავეჯი და ყველანაირი ნივთი, რაც ადგილს იკავებს და მათ ხელს შეუშლის. საუკეთესოა, თუ ადგილს მთლიანად დააცარიელებთ - ეს თქვენს ხელოსნებს ძალიან დაეხმარება.

ბ) ძველი ინსტალაციების დემონტაჟი
რემონტის პირველი ფაზა ძველი ინტერიერის დემონტაჟია. იცვლება შპალერი, იატაკი და ფანჯრები (საჭიროებისამებრ). ამ დროს დიდი შანსია აქამდე დაფარული ხარვეზები აღმოაჩინოთ, მაგალითად ლპობა კედლებს შიგნით, ჩიტის ბუდე, ან რაიმე სხვა.

გ) კაპიტალური ხარვეზების შესწორება
ახლა ისეთი სამუშაოების დროა, რომლებიც დემონტაჟის დროს შემჩნეულ ხარვეზებს გამოასწორებს - იქნება ეს ნესტი, გაყვანილობა, თუ სანიტარია. ამ ეტაპის კარგი შესრულება გარანტი იქნება, როგორც დანარჩენი სამუშაოებისა, ასევე იმის, რომ თქვენი რემონტი დიდხანს შენარჩუნდება.

დ) შავი კარკასის სამუშაოები
ეს ეტაპი თეთრი კარკასის სამუშაოებამდე სრულდება. სანტექნიკა და ელექტროგაყვანილობა, ასევე კედლებისა და იატაკის გაკეთება აუცილებელია მანამ სანამ შემდეგ ნაბიჯზე გადავალთ.

ე) თეთრი კარკასის სამუშაოები
ახლა კი შეგიძლით კედლების შეღებვა ან შპალერის გაკვრა დაიწყოთ, დაამონტაჟოთ სამზარეულო და აბაზანა, და განალაგოთ ავეჯი. ამ ეტაპიდან თქვენი ბინა ნელ-ნელა გეგმაში არსებულ დიზაინს დაემსგავსება.

ვ) ობიექტის გასუფთავება
თითქმის ყველაფერი მზადაა! საჭიროა მხოლოდ ადგილის გასუფთავება, რომელიც ალბათ ძალიან ჭუჭყიანია სარემონტო სამუშაოების შემდეგ. შეგიძლიათ ეს ხელოსნებს თხოვოთ თუკი თქვენი ბიუჯეტი ჯერ მთლიანად არ გამოგიყენებიათ.

8) გადასვლის დროა!
გილოცავთ! ამ გრძელი და დამღლელი პროცესის შემდეგ შეგიძლიათ კომფორტულად მოეწყოთ თქვენს ბინაში, ან დადოთ იგი გასაყიდად. ისიამოვნეთ შედეგით და დაისვენეთ, ეს აუცილებლად გჭირდებათ.

წყარო - https://www.realilo.ge