უძრავი ქონება - ბინების ყიდვა-გაყიდვა, ქირა-გირაო

Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
სალომე შარვაძე გვიყვება, რა კრიტერიუმებით შეარჩია ახალი სახლი, რომელიც ახლახანს იყიდა
მსახიობი, პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი სალომე შარვაძე ოჯახთან ერთად, მალე ახალ სახლში გადავა საცხოვრებლად. როგორც თავად ამბობს, მან მისი ოცნების სახლი იყიდა და ახლა ცდილობს ახალი სახლი საკუთარი იდეების მიხედვით გაარემონტოს

სალომე, რას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ახალი სახლის შეძენისას, რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები?

- სახლის შეძენისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილმდებარეობა, ასევე ფასი და რაც მთავარია, ხარისხი. საბედნიეროდ, გამიმართლა და მართლაც ჩემი საოცნებო სახლი ვიყიდე. კომპანია "კასკადმა" წარმოუდგენლად ხელსაყრელი პირობები შემომთავაზა და დღეს ზუსტად ისეთი სახლი მაქვს, როგორიც მინდოდა. მიხარია, რომ მალე გადავალ ახალ სახლში საცხოვრებლად ჩემს პატარა ოჯახთან ერთად.

სარემონტო სამუშაოებში თავად ხართ ჩართული?

- რა თქმა უნდა. ყველაფრის შერჩევა და ყიდვა მიხარია. ეს ძალიან საინტერესო და შემიძლია ვთქვა, რომ ამასთანავე, შემოქმედებითი პროცესია, რომელსაც სიხარულით ვაკეთებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი ზუსტად ისე გავაკეთო, როგორც მე მინდა, იმიტომ რომ ამ სახლში ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, მე და ჩემმა ოჯახმა. ფაქტიურად, ყველაფრის შერჩევაში ვარ ჩართული - ფერების არჩევა კედლებისთვის, სამშენებლო მასალები და ავეჯიც, თავისთავად.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება და ამ მხრივ თუ გაგიმართლათ?

- ეკოლოგიურად სუფთა გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო არჩევანის გაკეთებისას. ჩემი და ჩემი ოჯახის აუცილებელი პირობა იყო სიმწვანე და სუფთა ჰაერი ყოფილიყო სახლის გარშემო და მიხარია, რომ ამ მხრივაც გამიმართლა. ასევე მახარებს ის ფაქტიც, რომ ულამაზესი ხედი მაქვს. მოკლედ, ამ ყველაფრის გამო, რომ ერთი სული მაქვს როდის გადავალ ჩემს ახალ სახლში.

სალომე, ფაქტია, რომ ქალაქგარეთ ცხოვრებას ქალაქში ცხოვრება არჩიეთ, თუმცა გიფიქრიათ ოდესმე ქალაქგარეთ ცხოვრებაზე?

- რა თქმა უნდა, მიფიქრია, მაგრამ ბევრს ვმუშაობ, შესვენებაზე სახლში მიწევს შერბენა და ქალაქგარეთ თუ მექნება სახლი, ამას ვერ მოვახერხებ. მით უმეტეს, ავტომობილიც არ მყავს, უფრო მეტიც - ტარებაც კი არ ვიცი... ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩემი სურვილის მიუხედავად, წარმოუდგენელია ამ ეტაპზე ქალაქგარეთ ცხოვრება.

სალომე, სახლის შერჩევისას მხოლოდ კარგი ხედი, ან კეთილმოწყობილი ეზო არ არის საკმარისი. უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების ნორმები. დაცულია თქვენი კორპუსის მშენებლობისას მშვიდი ცხოვრებისთვის აუცილებელი ყველა ნორმა?

- რა თქმა უნდა, დაცულია. სამშენებლო კომპანიამ თავის მაცხოვრებლებს ფაქტიურად, არც ერთ დეტალზე არ დაუტოვა სანერვიულო და ყველაფერი წესრიგშია.
დაცულია სახანძრო უსაფრთხოებაც.

დაბოლოს, კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც ჩემს ახალ სახლში გადასვლა მახარებს ის არის, რომ კორპუსის ირგვლივ არ არის გადატვირთული მოძრაობა, და შესაბამისად, არ მომიწევს საცობში დგომა.

წყარო - https://home.ge