Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
გსურთ წარმატებით გააქირაოთ ბინა?
გსურთ წარმატებით გააქირაოთ ბინა? ყურადღება მიაქციეთ აბაზანის კეთილმოწყობას.

თუ გსურთ წარმატებით გააქირაოთ ბინა დიდი ყურადღება დაუთმეთ აბაზანას და მის კეთილმოწყობას. ეს მნიშვნელოვანი დეტალია და ძალიან ხშირად უყურადღებოდ დატოვებული.

პირველი, აბაზანის რემონტისას, ნუ გააკრავთ/დააგებთ: წითელი, ნებისმიერი მჭახე და მუქი ფერის კაფელს ან მეტლახს. მსგავს ფერს წყლის წვეთები ემჩნევა და საკმაოდ ძნელად მოსავლელია. ფერი დამღლელია და კარგავს სივრცის შეგრძნებას. აბაზანა გამოდის ბნელი და დამატებითი ხარჯებია გასაწევი კარგი განათებისთვის. ასევე მსგავსი ფერები არაა მოდაში და არ იწვევს აღფრთოვანებას.

თუ ფართი გაძლევთ შესაძლებლობას, განსაკუთრებით დიდი ზომის ბინებში, ეცადეთ გქონდეთ ორი სააბაზანო ოთახი. ერთს თქვენი დამქირავებელი აუცილებლად გამოიყენებს პირადი მოხმარებისთვის, ხოლო მეორეს სტუმრებისთვის. ნუ დაზოგავთ თანხებს მსგავს კომფორტზე, ეს თქვენს ბინას მხოლოდ ფასს მოუმატებს.

მეორე და აუცილებელი პირობაა შესაბამისი ზომის საშხაპის ან აბაზანის მოძიება/ დამონტაჟება. განსაკუთრებით მაშინ თუ ბინას გასაქირავებლად ამზადებთ. ნუ დაამონტაჟებთ პატარა ზომის საშხაპეს 80X80-ზე. მსგავს საშხაპეში შეუძლებელია კომფორტულად ბანაობა, მითუმეტეს თუ თქვენი პოტენციური დამქირავებელი მაღალია და წონაც შესაბამისი აქვს. დიდი ალბათობით ის თქვენ ბინას დაიწუნებს. ფართის სიმცირის პირობებში უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ აბაზანას. აბაზანის სტანდარტული სიგანე არის 70 სმ და სრულიად საკმარისია მოსული ადამიანისთვისაც, რაღა თქმა უნდა შესაბამისი სიგრძის პირობებში. ნუ დაამოტაჟებთ 1,5 მეტრზე ნაკლები სიგრძის აბაზანას. დაფიქრდით, თქვენს ბინას, ხომ ზრდასრული ადამიანები ქირაობენ და არა ბავშვები.

აბაზანის და საშხაპის ზომებთან ერთად აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ წყალი მთლიან ოთახს არ ასველებდეს. მაგალითად:

ასეთ შემთხვევაში, ბანაობის დროს, ხომ მთელი ოთახი დასველდება და თქვენ ან თქვენ დამქირავებელს ყველა ბანაობის შემდეგ მისი წმენდა მოუწევს. ასეთ პირობებში, თქვენ აუცილებლად მოგთხოვენ პრობლემის მოგარებას ან სავარაუდოდ არ იქირავებენ თქვენს ბინას.

თუ თქვენ, ძვირადღირებული სეგმენტისთვის არემონტებთ ბინას, მაშინ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნუ დაკიდებთ ჩვეულებრივ ფარდას. იმ ფარდას შეცვლა და რეცხვა ჭირდება. ძვირადღირებული სეგმენტის მომხმარებელს მსგავსი რაღაცეების კეთების არც დრო აქვს და არც სურვილი. მსგავსი ტიპის ფარდები არასეთეთიურია და არაკომფორტულია.

იგივე პრობლემა შეგექმნებათ თუ აბაზანის ნაცვლად საშხაპეს დაამონტაჟებთ რომელიც მინებით არაა ბოლომდე დახურული, ნუ დაზოგავთ თანხებს მის ბოლომდე დასახურად. მაგალითად:

იდეალური საშხაპის სავარაუდო ფოტოა (ზომებს ურადღებას ნუ მიაქცევთ, რადგან ყველაფერი ბინის ფართზეა დამოკიდებული, ყურადღება მიაქციეთ მინის კედლებს)

ყურადღება მიაქციეთ ონკანებს და დუშს, ეცადეთ მაქსიმალურად კომფორტული და კარგი ხარისხის იყოს. მათი შეცვლა და შეკეთება ხომ მუდმივად თქვენ მოგიწევთ.

აუცილებად მიაქციეთ ყურადღება სათავსოებს. აბაზანაში აუცილებელია იყოს კარადები ან უჯრები. სარეცხი და სახეხი საშუალებებისთვის, პირსახოცებისთვის, პირადი ჰიგიენის ნივთებითვის. ნუ აიძულებთ თქვენს დამქირავებელს ეს ნივთები ყველას დასანახად დააწყოს აბაზანაში. თუ ადგილის პრობლემა გაქვთ, მხოლოდ ხელსაბანის ქვემოთ დაამოტაჟეთ პატარა კარადა. შეგიძლიათ სარკის უკანაც დაამონტაჟოთ კარადა და ეფექტურად გამოიყენოთ სივრცე.

ყურადღება გაამახვილეთ თაროებზე საშხაპეში და აბაზანაში. იმისათვის, რომ დამქირავებელს შეეძლოს თავის მოვლის საშუალებები კომფორტულად დალაგება და შესაბამისად კომფორტულად ბანაობა. ასევე ყურადღება მიაქციეთ პირსახოცების საკიდებს, მათ კომფორტულ მდებარეობას, ახლოს საშხაპესთან და ხელსაბანთან.

უნიტაზი შეარჩიეთ სტანდარტული ზომის და არა საბავშვო, ნუ დაზოგავთ თანხებს. აუცილებლად დაკიდეთ გვერდით ქაღალდის საკიდი.

რაც შეეხება ხელსაბანს, ისიც შესაფერისი ზომის შეარჩიეთ. ყურადღება მიაქციეთ მის სიღრმეს. წყლის შხეფები სიღრმის სიმცირის გამო არ უნდა გადმოდიოდეს და დამქირავებელს მუდმივად მისი წმენდა არ უნდა უხდებოდეს. თუ ფართი და ფინანსები გაძლევთ საშუალებას იდეალურია ასეთი ტიპის ხელსაბანი, ცალ-ცალკე ცოლ ქმრისთვის ან ბავშვებისთვის:

თუ თქვენს აბაზანას ფანჯარა არ აქვს, აუცილებლად იზრუნეთ შესაბამის განათებაზე. აბაზანაში უნდა იყოს კარგი განათება, რადგან ეს ის ადგილია სადაც ვიპარსავთ წვერს, ძირითადად ვიკეთებთ მაკიაჟს, ვივარცხნით თმას. შეუფერებელი განათების პირობებში ამის კეთება არაკომფორტულია. დამატებით, სწორი განათება ქმნის სიმყიდროვის, სითბოს და სივრცის შეგრძნებას.

თუ არ გაქვთ შესაბამისი ფართი, რომ სამრეცხაო ოთახი გააკეთოთ ცალკე, მაშინ სარეცხის მანქანა აუცილებლად სააბაზანოში დაამონტაჟეთ. სამზარეულოში დამონტაჟების შემთხვევაში, თქვენმა დამქირავებელმა ჭუჭყიანი ტანსაცმელი და საცვლები უნდა შეიტანოს სამზარეულოში, სადაც მთელი დღის განმავლობაში იმყოფება და სადილობს ან ვახმშმობს.

შეგიძლიათ ასევე მეტი სიმყუდროვისთვის დამატებით დააფინოთ აბაზანის ფარდაგი ასევე მორთოთ თქვენი აბაზანა შესაბამისი აქსესუარებით. არ დაივიწყოთ ჰაერის არომატიზატორი.

გისურვებთ წარმატებებს,

წყარო - http://www.gedevanishvili.ge