უძრავი ქონება - ბინების ყიდვა-გაყიდვა, ქირა-გირაო

Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
როგორ გადავიღოთ შესაფერისი ფოტოები წარმატებული გაყიდვისთვის?
დღეს, მყიდველების 80% სახლის ძებნას იწყებს ინტერნეტში. მყიდველებს პირველი შთაბეჭდილება ქონებაზე ექმნებათ იმ ფოტოებით რომლებიც განთავსებულია ინტერნეტში.

ამერიკის ნაციონალური რეალტორთა ასოციაციის კვლევების მიხედვით, საცხოვრებლის ძებნისას, მყიდველთა უმეტესობა ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს ფოტოებს. განცხადებები ცუდი ფოტოებით, ან ფოტოების გარეშე, საერთოდ არ განიხილება პოტენციური მყიდველების მიერ.

დღეს, ქართულ პორტალებზე ძალიან ხშირად შეხვდებით არაპროფესიონალის მიერ გადაღებულ ფოტოებს. ფოტოებს სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ავეჯზე, სადაც სახლი არის დასალაგებელი და სუფევს ქაოსი.

იმისათვის, რომ ქონების გაყიდვისას გქონდეთ ეფექტური ფოტოები გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას:

ნაბიჯი 1 – მოამზადეთ სახლი

დაალაგეთ სახლი. ყველა ოთახი უნდა იყოს იდეალურად სუფთა. თუ არ გაქვთ დალაგების დრო, მოიყვანეთ დამლაგებელი. ნუ დაზოგავთ თანხებსა და ენერგიას წესრიგზე, მოაშორეთ ზედმეტი ნივთები. არ გამოაჩინოთ ოთახში ტანსაცმლი, საცვლები, სამზარეულოში თეფშები და ქვაბები, მისაღებში მაგიდასა და დივანზე მიმოფანტული გაზეთები და წიგნები. შეინახეთ, ნუ გამოაჩენთ კადრში ზედმეტ ნივთებს, ნუ შექმნით ქაოსს ფოტოებში

ნუ მოახვედრებთ ფოტოებში თქვენი ოჯახის წევრებს ან ცხოველებს. მყიდველი ყიდულობს თქვენს ბინას და არ არის დაინტერესებული თქვენი ოჯახის წევრებით, ან შინაური ცხოველებით.

გაასწორეთ ფარდები. ნუ გადაიღებთ ფოტოებს გაღებული ფარდებით, ნუ დაუკარგავთ სახლს სიმყუდროვის ეფექტს.

გაიტანეთ, ან გადაადგილეთ ზედმეტი და უსარგებლო ავეჯი, რომელმაც შეიძლება ეფექტი დაუკარგოს თქვენის ფოტოებს,

ყურადღება მიაქციეთ განათებას. ეცადეთ ფოტოები იყოს ნათელი, თუ ამის შესაძლებლობა არის, დაამატეთ განათების საშუალებები.

ფოტოგადაღება დაგეგმეთ დღისით, როცა მეტი სინათლეა. ნუ განათავსებთ საიტებზე ღამით გადაღებულ ფოტოებს, რადგან არაეფექტურია.

ნაბიჯი 2 – რა გავეკეთოთ მას შემდეგ, რაც სახლი მომზადებულია ფოტო გადაღებისთვის?

პირველ რიგში, წარმოაჩინეთ და აქცენტი გააკეთეთ თქვენი სახლის დადებით მხარეებზე. ეცადეთ მაქსიმალურად წარმოაჩინოთ სივრცეები, გადაიღეთ ფოტოები ოთახის კუთხიდან ან კარიდან. ამისათვის ნუ გამოიყენებთ ფოტოაპარატის დამატებით რეჟიმს.

ფოტოები გადაიღეთ თანმიმდევრულად, ისე რომ შეძლოთ სახლის აღწერა, გადაიღეთ შესასვლელი, მისაღები, საძინებლები, სვ.წერტილები (ნუ მოახვედრებთ ფოტოში თავახდილ უნიტაზს, არაესთეტიურია) აივანი, ხედები. აღწერეთ სახლი სრულად.

ნუ შეგეშინდებათ და ნუ დამალავთ სახლის იმ დეფექტებს, რომლებიც არ გამოსწორდება. მიაწოდეთ მყიდველს სრული ინფორმაცია. ეს მხოლოდ გაზრდის ნდობას თქვენს მიმართ. აჩვენეთ დეფექტები-როგორც წესი მსგავს დეფექტებს ყოველთვის აკომპენსირებს ფასი.

ნაბიჯი 3 – განათავსეთ განცხადება

განათავსეთ თანმიმდევრული ფოტოები, რომ მყიდველს შეექმნას სრული წარმოდგენა. ნუ განათავსებთ ჯერ მისაღების ფოტოს, მერე აბაზანას, მერე ისევ მისაღებს სხვა რაკურსით. გახადეთ განცხადება მარტივად აღსაქმელი.

განათათავსეთ რაც შეიძლება მეტი ფოტო. ნუ განათავსებთ მხოლოდ მისაღების და აბაზანის ფოტოს, მყიდველი არ ყიდულობს მხოლოდ თქვენს მისაღებს და აბაზანას.

ნაბიჯი 4 – გნებავთ თავიდან აიცილოთ ეს ყველაფერი?

აიყვანეთ პროფესიონალი რეალტორი. რომელმაც ყველაზე უკეთესად იცის როგორ გახადოს თქვენი სახლი მომხიბლავი მყიდველისთვის.

განათავსებინეთ შეთავაზება, რომ პოტენციურმა მყიდველებმა ვერ შეძლონ სხვა შეთავაზებების განხილვა.

ენდეთ და გაითვალისწინეთ თქვენი რეალტორის რჩევები.

ვიზიტისას დაახვედრეთ დალაგებული და მოწესრიგებული სახლი.

მიეცით საშუალება დაგეხმაროთ და გაგაყიდინოთ უძრავი ქონება სწრაფად, თქვენი მხრიდან ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას! ნინო გედევანიშვილი

წყარო - http://www.gedevanishvili.ge