Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
უორენ ბაფეტი: კარგი კომუნიკაციის უნარის გარეშე არაფერი გამოგივა
„ჩადე ინვესტიცია საკუთარ თავში. ორჯერ იმაზე მეტს რომ მიაღწიო, რასაც ახლა წარმოადგენ, იმუშავე კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც წერილობითი, ისე ვერბალური უნარები, კომუნიკაციის გარეშე არაფერი გამოგივა. მთელი სამყაროს გონებრივი შესაძლებლობები რომ გქონდეს, უნდა მოახერხო ჩანაფიქრების სწორად გადმოცემა. აი, ეს გადმოცემა არის კომუნიკაცია“, – უთხრა ამერიკელმა ბიზნეს მაგნატმა Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელმა უორენ ბაფეტმა ერთ დამწყებ ანტრეპრენერს. შემდეგ ეს ვიდეო LinkedIn-ზე მოხვდა და მთელს მსოფლიოში ვირუსულად გავრცელდა.

კომუნიკაციის კარგი ვერბალური თუ წერილობითი უნარები ადამიანს სხვებისგან გამოარჩევს და საშუალებას აძლევს, გაცილებით მეტს მიაღწიოს. როგორც ბაფეტმა თქვა, სამუშაო კაბინეტში ერთადერთი დიპლომი უკიდია – 1951 წელს, კომუნიკაციის კურსის დასრულების შემდეგ, ამერიკელი მწერლისა და ლექტორის დეილ კარნეგისაგან მიღებული დიპლომი.

ამერიკული ბიზნეს გამოცემა Entrepreneur კი წერს, რომ ამ ორს შორის, კომუნიკაციის წერილობითი უნარები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მათი ინფორმაციით, კომპანიების ძალიან დიდი ნაწილი, რეგულარულად საკმაოდ მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავს, თანამშრომელთა წერილობითი უნარების ასამაღლებლად.

„წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარების მქონე თანამშრომელი პროფესიონალ და შესაბამისად, მაღალანაზღაურებად კადრს ნიშნავს. ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია წერილობით გარკვევით ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი, არასოდეს ჩამოყალიბდება პროფესიონალად“.

წყარო: Inc.com