Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
ფართის არასაცხოვრებელი მიზნით გაქირავებაზე შესაძლოა საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს
საცხოვრებელი ფართის არასაცხოვრებელი მიზნით გაქირავებისას ფიზიკური პირი შესაძლოა, 20%-ის ნაცვლად 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგროს. პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი უკვე შევიდა. დღეს არსებული კანონმდებლობით, სახლის საცხოვრებლად გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება.

„კანონპროექტის მიზანია იმ ფიზიკურ პირთა ხელშეწყობა წარმოადგენს, რომლებიც ბინებს, სახლებს ან მათ ნაწილებს აქირავებენ. კერძოდ, მოქმედი რედაქციით, საცხოვრებელი სახლის ამავე დანიშნულებით გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი იბეგრება 5%-ით, თუმცა თუ ფართი სხვა, მაგალითად, საოფისე დანიშნულებით გაქირავდება, მაშინ 20%- ით იბეგრება. აღნიშნული კი პროექტის ავტორის შეფასებით, არათანაბარ ვითარებაში აყენებს იმ ადამიანებს, ვინც საცხოვრებელ სახლს აქირავებს საოფისე დანიშნულებით. აგრეთვე, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობაა, რადგან ფიზიკურ პირებს საშუალება ეძლევათ დაუბეგრავი თანხები მიმართონ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

„კანონპროექტი გავლენას ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ 2018 წლის განმავლობაში სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, საშემოსავლო გადასახადმა ფიზიკური პირების მიერ იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან ჯამურად 33.97 მლნ ლარი შეადგინა. ეს მონაცემები ეყრდნობა ერთის მხრივ ფიზიკურ პირებზე გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის საგადასახადო წილს - 5%-ს, ხოლო მეორეს მხრივ 20%-იან საშემოსავლო გადასახადს, რომელსაც იხდიან მოქალაქეები საოფისე ან კომერციული დანიშნულებით საცხოვრებელი ფართით გაქირავებისას. ზუსტი გათვლა, რომელი რამდენს იხდის ამ ეტაპზე შეუძლებელია, შესაბამისად, ვიცით, რომ მაქსიმალური ზღვარი 34 მლნ ლარია,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

წყარო - https://imedinews.ge