Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
„საბანკო რეგულაციებმა ბინების გაყიდვები თითქმის გაანახევრა“
მენაშენეთა ასოციაციის ინფორმაციით, საბანკო რეგულაციების გავლენით, ბინების გაყიდვები, ბოლო ორ თვეში 40-50%-ით შემცირდა.

„ეს არის იმ ორგანიზაციების ინფორმაცია, რომელიც არის მენაშენეთა ასოციაციის წევრები. ზოგთან გაყიდვები არის თითქმის ნულზე დასული, ზოგს შეუმცირდა 10%-ით. საშუალო მონაცემით კი კლება არის დაახლოებით 40-50%“-აცხადებს bm.ge-თან მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი.

მისი თქმით, საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის 60%-ზე მეტი იპოთეკური სესხების გზით იყიდებოდა, რაც ახალი რეგულაციების პირობებში გართულებულია.

„მაქვს ინფორმაცია, რომ ბანკებში 10-ჯერ არის შემცირებული იპოთეკური სესხების გაცემა“-აცხადებს როსტომაშვილი.

მისი თქმით, თუ გაყიდვების შემცირების ტრენდი გაგრძელდა, კომპანიების ნაწილს ბაზრიდან გასვლა მოუწევთ.

„წამგებიანი ბიზნესი თუ იქნება არ გაგრძელდება სამშენებლო სამუშაოები. ეს ცუდი იქნება როგორც ორგანიზაციების ხელმძღვანელებისთვის, ისე ამ ორგანიზაციებში დასაქმებულებისთვის, რადგან დასაქმებულების 20-30% დაკარგავენ სამუშაო ადგილებს“-აცხადებს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი