უძრავი ქონება - ბინების ყიდვა-გაყიდვა, ქირა-გირაო

Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
საცხოვრებელი ფართის გამქირავებლებისთვის საშემოსავლო გადასახადი ნულოვანი უნდა იყოს
„საცხოვრებელი ფართის გამქირავებლებისთვის საშემოსავლო გადასახადი ნულოვანი უნდა იყოს,“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია DK Capital-ის გენერალური დირექტორი დავით კენჭაძე საუბრობს.

საცხოვრებელი ფართის არასაცხოვრებელი მიზნით გაქირავებისას ფიზიკური პირი შესაძლოა, 20%-ის ნაცვლად 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგროს. ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტშია აღნიშნული. მოქმედი რედაქციით, საცხოვრებელი სახლის ამავე დანიშნულებით გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 5%-ით, ხოლო სხვა, მაგალითად, საოფისე დანიშნულებით გაქირავების შემთხვევაში, 20%-ით იბეგრება. აღნიშნული კი პროექტის ავტორის შეფასებით, არათანაბარ ვითარებაში აყენებს იმ ადამიანებს, ვინც საცხოვრებელ სახლს აქირავებს საოფისე დანიშნულებით.

კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“; ხოლო ავტორი - პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელია.

როგორც კენჭაძე განმარტავს, გადასახადების შემცირება ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებისთვის კარგია, თუმცა, ამ შემთხვევაში ჯობს იჯარიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლდეს გადასახადებისგან. მისი შეფასებით, უძრავი ქონება ძალიან დიდი სფეროა, რომლის რეგულაციაც ძალიან რთულია. კერძოდ, სახელმწიფომ ამ ყველაფრის რეგულაცია რომ გააკეთოს, ძალიან დიდი ადმინისტრაციული რესურსი უნდა დახარჯოს, ეს კი საკმაოდ დიდ ხარჯებთან იქნებ დაკავშირებული.

კენჭაძის განმარტებით, თუ არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს სქემების და კანონების მოფიქრებას.

„მთელ რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ეკონომიკურად დიდი ზრდაა, ხდება ინვესტიციების მოზიდვა, მაგალითისთვის დუბაი, ან მსგავსი ტიპის ქვეყნები, იქ ყველა ადამიანი გათავისუფლებულია იჯარის სახით მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან. თუ გავიზიარებთ გამოცდილებას, საქართველოში უძრავი ქონების სტიმულირებით დარგში ტრანზაქციების რაოდენობა გაიზრდება.

არის ქვეყნები, სადაც დღეს უკვე აღარ არის საინტერესო უძრავი ქონების ყიდვა, გამომდინარე მისი ძვირი ფასიდან, გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი კი არც თუ კარგია. ამ თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანაა. ამას თუ დაემატება საგადასახადო კუთხით ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციები როგორც ბიზნეს ცენტრების მიმართულების ნაწილში,ისე ზოგადად მშენებლობის, გაიზრდება“-აცხადებს კენჭაძე.

მისივე განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში უძრავი ქონების სექტორს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. შედეგად,თუ საგადასახადო რეჟიმი ამ კუთხით ნულოვანი იქნება, მივიღებთ იმას,რომ ქართველები უძრავ ქონებაში, არსებულზე მეტს ჩადებენ. გამომდინარე იქიდან, რომ მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა იქნება,დაჯარიმების რისკი კი -ნაკლები.

კენჭაძის განმარტებით,ასეთი მიდგომის შემთხვევაში შევეცდებით, დუბაის გაუთანაბრდეთ, სადაც უზარმაზარი ოდენობის ინვესტიცები უძრავ ქონებაშია ჩადებული.

კითხვაზე, რამდენად დიდია უძრავი ქონების მფლობელისთვის არსებული 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის არსებობა, ან თუნდაც 5%-იანი გადასახადი წარმოადგენს თუ არა მისთვის ტვირთს, კენჭაძე აღნიშნავს,რომ მესაკუთრისთვის წნეხი არის,რადგან ეს ყველაფერი ადმინისტრირებასთანააა დაკავშირებული.

კენჭაძის განმარტებით, რაც უფრო მეტი უცხოური ფული იქნება საქართველოს უძრავ ქონებაში ჩადებული და რაც უფრო დივერსიფიცრებული იქნება, მით უფრო გაიზრდება საქართველოს უსაფრთხოების საკითხი.

„პლუს რამდენიმე მიმართულებით აქტიურად შეიძლება განვითარდეთ, მათ შორის თბილისში და აჭარაში, ამას დაემატება ანაკლიის მიმართულება. საბოლოო ჯამში, ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე დადებითად აისახება“-აღნიშნავს კენჭაძე.

ავტორი: სოფო ქსოვრელი
წყარო - https://commersant.ge