უძრავი ქონება - ბინების ყიდვა-გაყიდვა, ქირა-გირაო

Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა მეტეხი პალასში გაიმართება
უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა „არეა ექსპო 2019“ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება
საქართველოში უკვე მეორედ ტარდება უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა „არეა ექსპო“. 2019 წელს, ის 4-5 მაისს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი დეველოპერები, რომლებიც საცხოვრებელი, საოფისე თუ კომერციული ფართის შეძენით დაინტერესებულ პირებს სპეციალურ ფასებსა და პირობებს გააცნობენ.

„არეა ექსპო“ პირველად შარშან გაიმართა, „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც 30 მდე მონაწილე კომპანიამ წარმოადგინა პროექტები, ძირითადად, თბილისის მასშტაბით. მონაწილე დეველოპერების განცხადებით, გამოფენა გაყიდვამ უზრუნველყო პოტენციური, ახალი მომხმარებლების ნაკადის მოზიდვა, ადგილზევე გაყიდვის წარმოება და ამავდროულად, სამომხმარებლო ქცევაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვება. შარშანდელ გამოფენა გაყიდვას 2000 მდე ვიზიტორი სტუმრობდა. წელს, უკვე არსებული გამოცდილების საფუძველზე, მონაწილეთა რაოდენობას მნიშვნელოვან ზრდასა და ვიზიტორთა გაცილებით დიდ ნაკადს ველოდებით“, – აცხადებენ „არეა ჯგუფში“.

„არეა ექსპო“ წარმოადგენს ყოველწლიურ გამოფენა-გაყიდვას, სადაც ერთ სივრცეში თავს იყრიან საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი დეველოპერები და ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც მრავალფეროვან პროდუქტსა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას სთავაზობენ უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს. გამოფენა ასევე საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიება და ბაზრის შესწავლა. ორგანიზატორის „არეა ჯგუფის“ განცხადებით, „არეა ექსპო“ წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას, რომელიც მომსახურების მიწოდების ახალ სტანდარტს ქმნის უძრავი ქონების ბაზარზე, ვინაიდან ერთ სივრცეში თავს უყრის ქართველი დეველოპერების მრავალ დასრულებულ, მიმდინარე, თუ სამომავლო პროექტს, მომხმარებელს სთავაზობს არჩევანის მარავალფეროვნებას და ამავდროულად, ადგილზევე უზრუნველყოფს ფინანსურ რესურსებთან წვდომას, საბანკო სექტორის წარმომადგენლობის მეშვეობით.

„არეა ექსპო 2019-ს“ ოფიციალური მხარდამჭერები არიან საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც საქართველოს ქონების ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, ადგილზევე წარმოადგენს საინვესტიციო შესაძლებლობებს სახელმწიფო საკუთრების ფარგლებში და სამშენებლო კომპანია „არკონი“.

წყარო: https://www.marketer.ge