უძრავი ქონება - ბინების ყიდვა-გაყიდვა, ქირა-გირაო

Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
3 რჩევა მილიონერის ფინანსური ჩვევების შესაძენად
მთლიანად თქვენი ჩვევების დამსახურებაა იმის 95%, რასაც ფიქრობთ, გრძნობთ, აკეთებთ და აღწევთ. სწორედ ჩვევები დაეხმარა მილიონერებს წარმატების მოპოვებაში. აქ 3 მთავარ ჩვევას იხილავთ, რომელმაც უამრავი ადამიანი მილიონერი გახადა.

- სწრაფად გამდიდრებას ნუ შეეცდებით. ადამიანები სწრაფად მაშინ მდიდრდებიან, როდესაც საფონდო ბირჟაზე უმართლებთ, რაიმე გამოგონება აქვთ ან მიღწევები შოუბიზნესში. ასეთი ისტორიები, როგორც წესი, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე ხვდება, რადგან დიდი ფინანსური წარმატება მოკლე დროში მართლაც უჩვეულო და განსაკუთრებული შემთხვევაა. მდიდარი ადამიანების უმრავლესობის მიზანი კი, მთლიანი კაპიტალის წელიწადში მხოლოდ 8-10%-ით გაზრდაა. ისინი სხვადასხვა სქემით ბევრი ფულის სწრაფად გამომუშავებას სულაც არ ცდილობენ. ფულის გონივრულ ინვესტირებას ისე ახდენენ, რომ თანხა წლების განმავლობაში სტაბილურად გაიზარდოს.
- მომჭირნეობა გამოიჩინეთ. მომჭირნეობა მილიონერების უმთავრესი თვისებაა. მდიდარი ადამიანები ფულს უფრთხილდებიან, მისი განაწილებისას დიდ ყურადღებასა და წინდახედულებას იჩენენ. მილიონერი არასოდეს იყიდის ახალს, როდესაც ძველის შეძენის შესაძლებლობა არსებობს.
- „მიზიდულობის კანონი“ გამოიყენეთ. როდესაც ფულის ეკონომიას დაიწყებთ და გაზრდილი ანგარიში სიხარულს მოგგვრით, იცოდეთ, რომ თქვენი ემოციები ფულს გადაეცემა, მას ენერგიით აღავსებს და თქვენს ცხოვრებაში კიდევ მეტ ფულს მოიზიდავს.
ამ საკითხზე საუკეთესო რჩევებს ბრაიან ტრეისის წიგნში „მილიონ დოლარიანი რჩევები“ გაეცნობით. ტრეისი აღიარებული ექსპერტია. იგი წიგნებისა და აუდიოპროგრამების ავტორია ბიზნესის, გაყიდვების მართვის, თვითრეალიზაციის, ლიდერობისა და სხვა თემებზე, და ყოველწლიურად 350 ფირმას უწევს კონსულტაციას და 350 000 ადამიანს უტარებს სემინარს.

წყარო - https://www.entrepreneur.com